Bitanica - არსებობს უკეთესი გზა Bitanica წარმოგიდგენთ ახალ მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც აჩვენებს, რომ არსებობს უკეთესი გზა ფინანსების მართვისა და კრიპტო ვაჭრობისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კრიპტოვალუტის სამყარო მუდმივად ვითარდება, მაგრამ საქართველოში ეს სფერო ახალ დონეზე გადადის. Bitanica წარმოგიდგენთ ახალ მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც აჩვენებს, რომ არსებობს უკეთესი გზა ფინანსების მართვისა და კრიპტო ვაჭრობისთვის.
ამ კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის Bitanica-ს შესაძლებლობების გაცნობა და იმის ჩვენება, როგორ ხდის პლატფორმა ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფს, მარტივსა და სანდოს.
სისწრაფე უკეთესი გზაა
Bitanica გთავაზობთ ფინანსური მოქნილობისა და სისწრაფის ახალ მოდელს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი აქტივები მართონ სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში უკვე თანამშრომლობს ოთხ მსხვილ ბანკთან, რაც ხელს უწყობს სერვისების განვითარებასა და ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებას.
მხარდაჭერა, რომელიც უკეთესია!
კრიპტოვალუტის სფეროში ხშირად ჩნდება კითხვები, და Bitanica-ს 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა მზად არის ნებისმიერი საკითხი სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროს.
მომხმარებლები ყოველთვის დაცულად და კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან Bitanica-ს მხარდაჭერა არა მხოლოდ ხელმისაწვდომია - ის უკეთესია!
Spot და P2P ვაჭრობა: როგორ ქმნის Bitanica უკეთეს გამოცდილებას?
Bitanica-ს პლატფორმამ ქართულ ბაზარზე სპოტ ვაჭრობის ფუნქციონალი შემოიტანა, რაც ვაჭრობას უფრო ზუსტ და ეფექტურ პროცესად აქცევს. მაღალი ლიკვიდობა და ზუსტი საბაზრო ფასები მომხმარებლებს სწრაფ და სანდო ვაჭრობას სთავაზობს.
ასევე, Bitanica იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ბაზარს P2P ვაჭრობა გააცნო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შუამავლის გარეშე, ნულოვანი საკომისიოთი ივაჭრონ. არსებობს უკეთესი გზა, და Bitanica ამ გზას მომხმარებლებს უკვე აჩვენებს.
უკეთესი გეგმები და საერთაშორისო გზის ამბიციები
Bitanica აქტიურად განაგრძობს განვითარებას და მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარებას. ამასთან, კომპანიამ უკვე წარუდგინა მომხმარებლებს Bitanica Mines – პირველი ქართული Telegram თამაში, რომელმაც მოკლე ვადაში 30,000-მდე მომხმარებელი მოიზიდა და აქტიურ მოთამაშეთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ეს თამაში კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს Bitanica-ს გამოცდილებას და ქმნის უფრო საინტერესო, გასართობ გარემოს.
Bitanica-ში არსებობს უკეთესი გზა და ეს მხოლოდ დასაწყისია.