Bitanica.com - 0%-ად დააკონვერტირე და გაიტანე BTC, LTC და USDT
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
15 სექტემბრის ჩათვლით bitanica მომხმარებლებს საუკეთესო პირობას სთავაზობს Convert ფუნქციის გამოყენებისთვის, რაც გულისხმობს BTC, LTC და USDT კონვერტაციასა და გატანას 0%-ად - ნულოვანი საკომისიო ყველა აღნიშნულ ტრანზაქციაზე.
bitanica.com-ზე სწრაფი კონვერტაციის საშუალებით, მომენტალურად გადაცვლი 40-მდე კრიპტოვალუტას, ასევე გამოიყენებ Stable Coin-ებს Fiat-ის მხადაჭერით, რაც შესაძლებლობას გაძლევს შენი კრიპტოვალუტა თავისუფლად გადაცვალო Fiat-ში.
მაღალი ლიკვიდობა და ვაჭრობის უპირატესობა
Bitanica მომხმარებლებისთვის საუკეთესო ტრეიდინგის გამოცდილებას ქმნის და სთავაზობს იმ კომფორტს, რომელიც თითოეული ტრეიდერის საჭიროებაზეა მორგებული. პლატფორმას კრიპტო აქტივების მრავალფეროვნებითა და მაღალი ლიმიტებით ქართველი მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც სწრაფად, მარტივად და ლიმიტების გარეშე ვაჭრობა სურს - ანალოგი არ აქვს.
სტაბილკოინები - 100% გამყარებული Fiat-ის რეზერვებით
სრულყოფილი სერვისისთვის პლატფორმაზე წარმოდგენილია ისეთი Stable Coin-ები, როგორიცაა GELB (ლარი), USDB (დოლარი) და EURB (ევრო) - 100% Fiat-ის მხარდაჭერით, უზრუნველყოფილია Fiat-ის რეზერვებით, რაც მომხმარებლებს სტაბილური და დაცული ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. Stable Coin-ები არის Multi-Chain: ხელმისაწვდომია Ethereum-ზე, Binance Smart Chain-ზე და Tron-ზე.
VASP ლიცენზია
Bitanica საქართველოში მესამე კომპანიაა, რომელმაც მიიღო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. როგორც კომპანიის, ისე მომხმარებლებისთვის და ზოგადად კრიპტო ინდუსტრიისთვის რისკების დაზღვევა და უსაფრთხოების გარანტია მნიშვნელოვანია, ლიცენზია კი სერვისების შესაბამისობას უზრუნველყოფს რეგულაციებსა და სტანდარტებთან.
სერვისები ბიტანიკაზე: 40-მდე აქტივი და მაღალი ლიმიტები
მრავალფეროვანი ფუნქციონალი, სწრაფი სერვისები და შეუფერხებელი ვაჭრობა 40-მდე კრიპტო აქტივით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს იგრძნოს ის კომფორტი, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ ბირჟებს გააჩნია.
- P2P ვაჭრობა: პირველი 0%-იანი P2P პლატფორმა საქართველოში სწორედ Bitanica არის, როგორც Seller-ს ისევე buyer-ს სთავაზობს 0% საკომისიოს ვაჭრობისთვის, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.
- Spot ვაჭრობა: პლატფორმა უზრუნველყოფს ნულოვანი სპრედებით (Near-zero spreads) ვაჭრობას, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს კონკურენტული ფასები, საერთაშორისო ბირჟებთან მიმართებაში. Spot ვაჭრობის სფეროში პრიორიტეტი მყისიერ ტრანზაქციებს ენიჭება. მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოვალუტის შეძენა ან გაყიდვა მოწინავე საბაზრო განაკვეთებით, რაც უზრუნველყოფს მოგების მიღებას ბაზრის ცვლილების ყველა ტალღიდან.
- მაღალი ლიკვიდურობა: მომხმარებლებს სწრაფად, მარტივად და ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი ლიმიტით, შეუძლიათ შეიძინონ ან გაყიდონ კრიპტო აქტივები.
Bitanica ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართულ კრიპტო ბაზარზე და მიზნად ისახავს კრიპტო მომხმარებლებისთვის კომფორტული და მოსახერხებელი სავაჭრო პლატფორმის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს დაცულ, სწრაფ და ინოვაციურ სერვისებს.