ბიზნესი საზღვრების გარეშე Travelarium-ის კორპორატიული სამოგზაურო სერვისები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში მრავალი კომპანია, ხარისხიანი პროდუქტისა და ამბიციის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას სერიოზულ სირთულეებს აწყდება. მთავარი პრობლემა ხშირად არა იდეის ან პროდუქტის ნაკლებობა, არამედ გლობალურ გამოცდილებაზე, საერთაშორისო კონტაქტებსა და იმ პრაქტიკებზე ხელმისაწვდომობაა, რომლებიც ბიზნესის გლობალიზაციისთვის აუცილებელია.
სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემის სურვილმა განაპირობა Travelarium-ის შექმნა, რომლის საქმიანობაც ქართული ბიზნესების საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტიან წარდგენას ემსახურება.
"კომპანიის მიზანი თავიდანვე მკაფიო იყო. ჩვენი მთავარი მიმართულებაა MICE ტურიზმი და სხვა ტურისტული თუ სავიზო სერვისები, ჩვენი მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად.
გვსურდა, ქართულ კომპანიებს დავხმარებოდით, რათა საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და ბიზნესშეხვედრებზე საერთაშორისო აუდიტორიისთვის სწორ ფორმატში წარედგინათ და გლობალური გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში დაენერგათ.
საქართველოში ბევრი კომპანია აწყდება ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, – საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სირთულეს. მათ აქვთ ხარისხიანი პროდუქტი და ამბიცია, თუმცა აკლიათ წვდომა გლობალურ გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკებზე. ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება", – ეკატერინე ბიწაძე, Travelarium-ის თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი.
ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებად ჩამოაყალიბა. ცენტრალური მიმართულებაა MICE სერვისები, საერთაშორისო გამოფენების, კონფერენციებისა და ბიზნესშეხვედრების სტრატეგიული დაგეგმვა და ორგანიზება. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, სწორ აუდიტორიასთან, სწორ კონტექსტში წარდგნენ და რეალური ბიზნესკავშირები ჩამოაყალიბონ.
მეორე მიმართულება ვიზა ასისტანსია, რომელიც მოიცავს სავიზო და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციისა და პროცესების სრულ მხარდაჭერას, რათა ბიუროკრატიული ბარიერები არ გახდეს ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. მესამე მიმართულება კი სამოგზაურო კონსიერჟის სერვისებია, სრული ლოგისტიკისა და კომფორტის უზრუნველყოფა, რაც კომპანიებსა და მათ წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, მთელი ყურადღება ბიზნესმიზნებსა და შედეგებზე გაამახვილონ.
ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და გარემოებებში გარკვეულ რისკებსა და გაბედულებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მკაფიო ხედვა და ბაზარზე არსებული რეალური მოთხოვნა გახდა.
"ზუსტად ვიცოდით, რომ გლობალურ გამოცდილებაზე მოთხოვნა არსებობდა და სწორ დროს ვთავაზობდით ბიზნესს იმ სერვისს, რომელიც მათ რეალურად სჭირდებოდათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესები დაგვერწმუნებინა, რომ არ ვგეგმავდით უბრალოდ მგზავრობას, ვთავაზობდით აქტივობებს, რომლებიც რეალური შედეგების მომტანი იყო მათი ბიზნესისთვის", – ნინო კალანდაძე, Travelarium-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად კომპანიებისთვის იმის დამტკიცება იქცა, რომ შეთავაზებული სერვისი მხოლოდ მოგზაურობის დაგეგმვას არ გულისხმობდა. მიზანი გაცილებით ფართო იყო, სტრუქტურირებული ბიზნესინსტრუმენტის შექმნა, რომელიც კონკრეტულ და გაზომვად შედეგებს მოიტანდა.
კომპანიის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოციალურ პასუხისმგებლობასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას. აქცენტი კეთდება ცოდნის გაზიარებასა და გლობალური გამოცდილების ხელმისაწვდომობაზე ადგილობრივი ბიზნესებისთვის. ეს მიდგომა ხელს უწყობს ქართული კომპანიების საერთაშორისო ინტეგრაციას და, საბოლოო ჯამში, მთლიან ბიზნესეკოსისტემას ამყარებს.
"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ერთ მთავარ ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანა: ძლიერი ბიზნესი მკაფიო ხედვასა და ადამიანურ ნდობაზე დგას. სწორედ ამიტომ, დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ვურჩევდით, არ შეუშინდნენ რისკს, თუმცა გადაწყვეტილებები ყოველთვის რეალურ საჭიროებებსა და გრძელვადიან შედეგებზე დაყრდნობით მიიღონ.
ფემინურობა ბიზნესში სისუსტე არ არის, ეს არის ძალა. ინტუიცია და ურთიერთობების აშენების უნარი ლიდერობის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და სწორედ ამ თვისებების წინ წამოწევა ეხმარება ქალებს, შექმნან მდგრადი და ღირებულებაზე დაფუძნებული ბიზნესი".
მათ მიაჩნიათ, რომ ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც შესაძლებლობას ხედავს იქ, სადაც სხვები მხოლოდ რისკს ამჩნევენ. ასეთ ადამიანს გამოარჩევს პასუხისმგებლობის აღების უნარი, გრძელვადიანი ხედვა და მუდმივი მზადყოფნა სწავლასა და ცვლილებებთან ადაპტაციისთვის.
პროფესიულ საქმიანობაში მთავარი ინსპირაცია შედეგებია, ასევე ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იფიქრონ ფართოდ და საკუთარ ამბიციებს საერთაშორისო მასშტაბი მისცენ.
Travelarium-ის განვითარების ხედვა ეფუძნება ხარისხს, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და გაზომვად შედეგებს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში იგეგმება ქართული კომპანიების უფრო სისტემური მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში, პარტნიორული ქსელის გაფართოება და სერვისების კიდევ უფრო სტრუქტურირება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ორი ძირითადი მიმართულება იკვეთება: საქართველოში სხვადასხვა სფეროში გლობალური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტების ლოკალურად ინტეგრირება, ასევე ქართული პროდუქტის მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და გაყიდვების რეალური არხების მოძიების მიმართულებით.