Sponsored Content

ბიზნესის ახალი მიდგომები პლანეტის გადასარჩენად ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობისა თუ კულინარიული ნაწარმის შექმნის პროცესში, პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის პრიორიტეტიზაცია გვეხმარება, შევამციროთ ნარჩენები მინიმალურ დონემდე, ან სრულად გავთავისუფლდეთ მისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობისა თუ კულინარიული ნაწარმის შექმნის პროცესში, პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის პრიორიტეტიზაცია გვეხმარება, შევამციროთ ნარჩენები მინიმალურ დონემდე, ან სრულად გავთავისუფლდეთ მისგან.

ჯონ ჰენსელმენი, აშშ-ში წამყვანი ორგანული ნივთიერებების განახლებად ენერგიად გარდამქმნელი ფერმის - Vanguard Renewable-ის დამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორია, რომელიც Sustainable Brands-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ბლოგში ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის შესახებ გვიყვება. მის ბლოგს უცვლელად გთავაზობთ.

ჩვენ, მდგრადი განვითარების მიზნებზე მომუშავე სფეროს წარმომადგენლები, "ცირკულარული" იდეისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ადრეული 2000-იანი წლებიდან ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა, ცირკულარული ეკონომიკის იდეა ჯერ კიდევ 1996 წელს, ეკონომისტმა კენეტ ბოულდიგმა ჩამოაყალიბა საკუთარ ესეში "The Economics of the Coming Spaceship Earth", სადაც იგი ამბობს, რომ საჭიროა "შევქმნათ წარმოების ციკლური სისტემა". ბოულდინგი მიიჩნევდა, ღია ეკონომიკა ე.წ. "კოვბოი" ეკონომიკაა, სადაც ჩვენ გვაქვს ამოუწურავი რესურსები, ხოლო ჩაკეტილი ეკონომიკა არის "კოსმონავტი" ეკონომიკა, რომელშიც დედამიწა შეიძლება განვიხილოთ როგორც "კოსმოსური ხომალდი ამოწურვადი რესურსებით... შესაბამისად, აქ ადამიანი საკუთარი თავს ციკლურ ეკოლოგიურ სისტემაში აღმოაჩენს".

ცირკულარული ეკონომიკა დღეს

დღეს, მრავალი ბიზნესი მუშაობს იმაზე, რომ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი გაზარდოს - იქნება ეს ისეთი მარტივი პროდუქტის შემთხვევაში, როგორიც საკვებია, მოდა, ელექტრონული დანადგარები თუ შესაფუთი მასალები. ამ სფეროში მომუშავე კომპანიები მუდმივად ეძებენ გზას, ჩაანაცვლონ ტრადიციული მოდელი უფრო მეტად ცირკულარული ეკონომიკური მოდელით, რომელიც მათ უფრო მეტი სარგებელის მიღების შესაძლებლობას მისცემს და ამავდროულად, შეამცირებს პლანეტისთვის მიყენებულ ზიანს.

მარტივ მამრავლებად რომ დავშალოთ - ცირკულარული ეკონომიკა მიზნად ისახავს, წარმოების პროცესში მინიმუმამდე შეამციროს ნარჩენები და გაზარდოს ყველა მოხმარების პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი. მაგალითად, განვიხილოთ მობილური ტელეფონების გავლენა გარემოზე. Deloitte Insights-ის თანახმად, "ახალი სმარტფონი, გამოყენების პირველივე წელს გამოყოფს 85 კილოგრამ გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებს, რომელთა 95% წარმოების პროცესზე მოდის, მათ შორის შედის ნედლეულის მოპოვება და მისი ტრანსპორტირება". EPA-ს მიერ შექმნილი სათბურის გაზების ემისიის (GHGs) კალკულატორი კი აჩვენებს, რომ ეს რაოდენობა იგივეა, რაც მანქანით დაახლოებით 40 კილომეტრის გავლის შემთხვევაში გამოყოფილი გამონაბოლქვის მოცულობა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ 2022 წელს მსოფლიოში 4 მილიარდი სმარტფონი გამოიყენება, მათ შორის ისიც, რომელზეც შესაძლებელია თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, მაშინ თვალნათელი ხდება, რომ ეს არის ერთი პროდუქტით გამოწვეული ძალიან დიდი დაბინძურება. კითხვა, რომელიც ჩნდება ასე ჟღერს: მაშინ, სმარტფონის რა ნაწილი შეგვიძლია გამოვიყენოთ კონსტრუქციულად და მოვახდინოთ მისი გადამუშავება?

ნებისმიერ ინდუსტრიაში, კომპანიები ცდილობენ, რომ მოახდინონ ცირკულარული პრინციპების საკუთარ საქმიანობაში ინტეგრირება. საკვებისა და სასმელის მწარმოებელი კომპანიები ამ სტრატეგიებს - ნარჩენების სხვადასხვა ნაკეთობად გარდაქმნა, საკვები ნარჩენების ცხოველების საკვებად გამოყენება, კომპონენტური გადამუშავება... ახალი დღის წესრიგის ნაწილად აქცევენ.

საკვებისა და სასმელის მწარმოებელი ინდუსტრიის წარმომადგენლები ცდილობენ, გაუმკლავდნენ პრობლემას

საკვებისა და სასმელის მწარმოებელი ინდუსტრია, შეფუთვებისა და პროდუქტის წარმოების პროცესის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნების შედეგად, ქმნის სათბური გაზების გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირების უნიკალურ შესაძლებლობას. საკვების ნარჩენებს პლანეტისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მისი სწორად გადამუშავება. ის შეგვიძლია გავხადოთ დეკარბონიზაციისა და რეგენერაციული აგრარული კულტურის იარაღი. ამ მიმართულებით, Polar Beverages და Cabot Creamery კომპანიები კარგ მაგალითს წარმოადგენენ. მათ მოახერხეს, ცირკულარული ეკონომიკის საკუთარ ბიზნეს მოდელში იმპლემენტაცია, რის შედეგადაც არა მხოლოდ გაზარდეს საკუთარი ბიზნესი, არამედ ზრუნავენ პლანეტაზეც.

Polar Beverages

Polar Beverages მასაჩუსეტსის შტატში არსებული კომპანიაა, რომელიც შუშხუნა წყლისა და არომატიზებული გაზიანი წყლის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ბაზარზე. ის არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ESG ინიციატივების იმპლემენტაცია. განხორციელებული ინიციატივების პარალელურად კი მიზნად დაისახა, წარმოების პროცესში გამოყოფილი ნახშირბადის მინიმუმამდე დაყვანა.

კომპანიამ მოახდინა ყველა ნედლი ნივთიერების მინიმალიზაცია და მათ მიერ გამოყენებული ნებისმიერი ნივთიერება 100%-ით გადამუშავებადია. შესაბამისად, კომპანიამ საკუთარი პროდუქტი გაათავისუფლა 31% პოტენციურად ნარჩენის წარმომქმნელი მასალისგან. მან ასევე 28.4 ათასი ლიტრით შეამცირა ყოველდღიური წყლის მოხმარება და მიზნად დაისახა, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე 47 300 ლიტრამდე გაზარდოს.

Vanguard Renewables-თან თანამშრომლობით კი კომპანია ახდენს ვადაგასული და დაზიანებული მასალების გადამუშავებას Vanguard-ის Farm Powered® ანაერობულ გადამამუშავებელ დანადგარებში, რომლებიც სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებას განახლებად ენერგიად გარდაქმნის. ასევე, ნარჩენების გარდაქმნა ხდება ორგანულ სასუქად და საირიგაციო სითხედ, რომელსაც Vanguard საკუთარი ფერმებისთვის იყენებს.

პროცესი მარტივია - გადამამუშავებელი კომპანია იღებს აღნიშნულ ნარჩენებს და მექანიკურად ახდენს შეფუთვისა და სითხის განცალკევებას. ნარჩენებით ის "კვებავს" იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გადამამუშავებელ დანადგარებში განახლებად ბუნებრივ არის წარმოქმნიან. მიღებულ განახლებად ენერგიას Polar-ის კომპანია საკუთარ საწარმოში იყენებს. კომპანიის მიდგომა ნათელი მაგალითია ჭეშმარიტად ცირკულარული ბიზნესის, როგორც ნარჩენების, ასევე ენერგიის მხრივ.

Cabot Creamery

ვერმონტში არსებული Cabot Creamery უკვე დიდი ხანია, რაც მდგრად ბიზნესებს შორის ლიდერის პოზიციებს იკავებს. Polar-ის მსგავსად, ის Vanguard-ის Farm Powered-თან აქტიურად თანამშრომლობს და საკვების ნარჩენებით ქმნის სუფთა, განახლებად ენერგიას, რათა შეამციროს ატმოსფეროში გამოყოფილი სითბური აირების რაოდენობა.

საუკუნეზე მეტია, რაც Cabot Creamery აქტიურად მუშაობს, ადგილობრივი ფერმების მხარდასაჭერად და ეხმარება მათ, ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებაში. ის იყო რეგენერაციული აგროკულტურებისა და მდგრადობის სფეროში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო აღნიშნული მიდგომების იმპლემენტაცია. ასევე, იყო მსოფლიოში პირველი რძის მწარმოებელი კოოპერატივი, რომელმაც მიიღო B Corp-ის სერტიფიკატი.

Cabot-ის მიდგომა რამდენიმე პრობლემის გადაჭრისკენ არის მიმართული: პირველ რიგში, Goodrich Dairy Farm და Barstow's Longview Farm არის ორი კოოპერატივის წევრი ფერმა, რომელიც აწარმოებს რძეს, მიღებული პროდუქტი კი Cabot-ის საწარმოო პროცესებში გამოიყენება.

ორივე ფერმა იყენებს Farm Powered გადამამუშავებელ სისტემას. შესაბამისად, Cabot-ის ქარხანაში წარმოების პროცესის შედეგად წარმოქმნილი რძის ნარჩენები აღნიშნულ ფერმებში იგზავნება, სადაც მათი განახლებად ენერგიად გარდაქმნა მიმდინარეობს, ხოლო სითხეს ფერმის ნიადაგის გასანოყიერებლად მოიხმარენ.

აღსანიშნავია, რომ ცირკულარული მიდგომის იმპლემენტაციის შედეგად კი ორივე ფერმაში შეინიშნება მოსავლიანობის ზრდა და მოსავალში კვებითი ღირებულების მატება.

საბოლოოდ კი...

60 წლის წინ ბოულდინგმა მომავალი იწინასწარმეტყველა... ჩვენ დღეს "კოვბოი" და "კოსმონავტი" ეკონომიკების ჭიდილის მომსწრენი ვართ, რომლის შედეგიც პლანეტის მომავალს განსაზღვრავს.

თუ გვსურს, ვიცხოვროთ ჯანსაღ პლანეტაზე, საჭიროა ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე ტრანზიციის დაჩქარება.

Polar Beverages და Cabot Creamery-ის კოოპერატივი ამ მიმართულებით სამაგალითო კომპანიები არიან, რომლებიც საკუთარი პროდუქციის წარმოების თითოეულ რგოლში იყენებენ ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებს.

საბოლოოდ კი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობისა თუ კულინარიული ნაწარმის შექმნის პროცესში, პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის პრიორიტეტიზაცია გვეხმარება, შევამციროთ ნარჩენები მინიმალურ დონემდე, ან სრულად გავთავისუფლდეთ მისგან.