Get All Access for $5/mo

ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა BTU-ში საუკეთესო მენეჯერად ჩამოყალიბებასა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მომავალი მენეჯერებისთვის BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უნიკალურ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს გახლავთ საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც სამომავლო წარმატებისთვის გადამწყვეტია. დღეს, ტექნოლოგიების ცოდნისა და მისი ბიზნესში ინტეგრირების გარეშე, თანამედროვე კომპანია ვეღარ ვითარდება. BTU-ს აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა კი შეგასწავლით ბიზნესის მართვას და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, იმისთვის, რომ ძლიერი და კონკურენტუნარიანი კადრი გახდეთ დასაქმების ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგიური კურიკულუმის პარალელურად პროგრამის ლექტორები არიან მოწინავე უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებს იკავებენ.

მასშტაბურია პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობებიც, რადგან პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების რაოდენობა 300-ს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. პარალელურად, TOP მენეჯერებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათგან სწავლა და მათი გამოცდილების გაზიარება, დაგეხმარებათ, შეიძინოთ კავშირები, რომელიც მომავალში დასაქმებაში ხელს შეგიწყობთ.

არ დაგავიწყდეთ, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტების ანაზღაურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა იდეალურია იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ საკუთარი კომპანიის შექმნა და მართვა გსურთ. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, საკუთარი სტარტაპის შექმნის მსურველ მაგისტრანტებს, მხარდაჭერას საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული BTU-ს მეწარმეობის ცენტრი გაუწევს. უნივერსიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდებსა და აქსელერატორებთან, რაც დაფინანსების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა.

BTU მაგისტრანტებს ინოვაციური იდეების განხორციელებაში მაქსიმალურად უჭერს მხარს. მაგისტრანტები სრული დაფინანსებით მონაწილეობას იღებენ მრავალფეროვან პროექტებში, ტრენინგებში, ტექ-კურსებში. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა ქმნის მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (Polytechnic Institute of Braganca, Portugal) თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1983 წელს და ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოწინავე ტექნიკური სასწავლებელია. 2018 წლის რეიტინგების მიხედვით, ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პორტუგალიური სასწავლებელი იყო SCImago სასწავლებლების რეიტინგში. ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს აქვს 100-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, მათ შორის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

პორტუგალიაში სწავლის შესაძლებლობის პარალელურად, მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ არაერთ გაცვლით პროგრამაში ევროპის მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში.

პროგრამის ღირებულება 2650 ლარია. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია სწავლის ნაწილის

დაფინანსების მოპოვება სახელმწიფოს მხრიდან.

დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე