Get All Access for $5/mo

ბლეიქ ლაივლიმ თმის მოვლის პროდუქტების მწარმოებელი ბრენდი დააფუძნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსახიობი ბლეიქ ლაივლი იმ ვარსკვლავების რიგებს შეუერთდა, რომლებმაც გადაწყვიტეს, შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში ანტრეპრენერის სტატუსით შეებიჯებინათ. ახლახან ბლეიქ ლაივლიმ თმის მოვლის ხაზი, სახელწოდებით Blake Brown Beauty დააფუძნა. კომპანიამ თავისი ნიშის დასამკვიდრებლად ხელმისაწვდომი ფასი, ხარისხი და მდგრადობა აირჩია. როგორც თავად ვარსკვლავმა აღნიშნა, ბრენდის შექმნაზე შვიდი წელი მუშაობდა და ეს მისთვის ახდენილი ოცნებაა. Blake Brown Beauty-ის აღწერიდან ირკვევა, რომ ბიზნესის განსაზღვრისა და ბრენდის იდენტობის შექმნისას, ვარსკვლავმა სწორედ პერსონალური გამოცდილებით იხელმძღვანელა.

"მსურდა, შემექმნა ისეთი რამ, რაც იქნებოდა ხელმისაწვდომი, თუმცა, ამავდროულად, სალონის/წითელი ხალიჩის ეფექტის მატარებელი. როგორც აღმოჩნდა, ხარისხი შესაბამის ხარჯებსაც მოითხოვს, ამიტომ ბრენდებს გარკვეულ კომპრომისებზე უწევთ წასვლა. თუმცა ჩვენ არ დავნებდით. ასევე, მსურდა, მას სუნამოს მსგავსი სურნელი ჰქონოდა. მინდოდა, რომ ეს პროდუქტები იმაზე ჯანსაღი ყოფილიყო, ვიდრე ის, რომელსაც მე ვიყენებდი. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის მისი გაზიარების შემთხვევაში

არ ვიღელვებდი. მინდოდა, მეცადა და მეჩვენებინა, თუ რამდენად მშვენიერი შეიძლება იყოს მაქსიმალური მდგრადობა", - წერს Blake Brown Beauty-ის დამფუძნებელი, ბლეიქ ლაივლი.

როგორც ლაივლი ამბობს, წარმოებაში არ გამოიყენება ცხოველებზე ტესტირება, ვეგანურია და არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორებიც არის სილიკონი, პარაბენები და თმის პროდუქტების შემადგენლობისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ქიმიური კომპონენტი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროს არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა წარადგინა თმის მოვლის ხაზი. მათ შორის არიან რიანა და ბიონსე. ყველა ბრენდს თავისი ნიშა აქვს - ინკლუზიურობა, პროფესიონალი სტილისტის ჩანაცვლების მცდელობა, მრავალფეროვანი პროდუქტები და ასე შემდეგ. ბლეიქ ლაივლი კი Blake Brown Beauty-ის წარადგენს ბრენდად, რომელიც იდეალური შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული და კომპრომისზე არ მიდის, თუნდაც შედეგის მისაღწევად დიდი დრო დასჭირდეს. სწორედ ამ გზით სურს Blake Brown Beauty-ის ბაზარზე ნდობის მოპოვება.

რაც შეეხება ბლეიქ ლაივლის ბიზნესსაქმიანობას, მისი ანტრეპრენერის კარიერა Blake Brown Beauty-ის დაფუძნებით არ დაწყებულა. ის ასევე ფლობს ე.წ. სახლის რეცეპტებით დამზადებული ნატურალური გაზიანი სასმელების ბრენდს, სახელწოდებით Betty Buzz-ი. ბრენდი ბლეიქ ლაივლიმ 2021 წელს დააარსა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი