Bolt Plus კვირეული დაიწყო: შენი საყვარელი კერძები მეტი ფასდაკლებითა და პრიორიტეტული მიწოდებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საყვარელი კერძის დაგემოვნებას კიდევ უფრო სასიამოვნოს მხოლოდ ერთი რამ ხდის - როცა მას დამატებითი ბენეფიტებითა და ფასდაკლებით იღებ.
სწორედ ამიტომ, 20-დან 26 მაისის ჩათვლით, Bolt Food-ში Bolt Plus-ის კვირეული დაიწყო! ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შენს საყვარელ ობიექტებზე სპეციალური ფასდაკლებები გელოდება.
თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ Bolt Plus-ით, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. გამოწერით შენ იღებ ულიმიტო უფასო მიწოდებას და რაც მთავარია, შენი შეკვეთები ავტომატურად დაპრიორიტეტდება, რათა კერძი შენამდე ყველაზე სწრაფად მოვიდეს. დაიწყე უფასო საცდელი პერიოდი აპლიკაციაში - პირველი თვე სრულიად უფასოა! ?
აი, 4 რჩეული ობიექტი, საიდანაც ამ კვირაში საყვარელი კერძების შეკვეთა იდეალური გადაწყვეტილებაა:
1. აუგუსტი
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იდეალური დილა ფინჯანი ყავითა და ახალგამომცხვარი კრუასანით იწყება. ახლა კი ამ იდეალური განწყობის შექმნა ბევრად მარტივია, რადგან Bolt Plus-ის კვირეულის ფარგლებში მათ სრულ მენიუზე 30%-მდე ფასდაკლება გელოდებათ.
ადგილის სახელი ისტორიულად დადასტურებულ ფაქტს უკავშირდება: პირველი კრუასანი სწორედ აუგუსტ ცანგის სახელს ატარებს. პარიზში ცხოვრების ხანმოკლე პერიოდში მან არა მხოლოდ კრუასანის, არამედ პურის ცხობის ისეთი ტექნიკაც დაამკვიდრა, რომელმაც შემდეგ ბაგეტის ცხობასაც დაუდო საფუძველი და ევროპულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
"აუგუსტში" შეხვდებით უმაღლესი ხარისხის პურის სხვადასხვა სახეობას, ფრანგული ფუნთუშეულის მრავალფეროვან არჩევანს, საჭირო ნუტრიციებით სავსე კერძებსა და უგემრიელეს დესერტებს. აირჩიე შენი ფავორიტი და აქციე რიგითი დღე დღესასწაულად.
2. დრო
თუ ფიქრობთ, რომ ჯანსაღი კვება აუცილებლად უგემურს ნიშნავს, Bolt Plus-ის კვირეულზე "დროს" მენიუზე მოქმედი 20%-მდე ფასდაკლება ამ მითის დასამსხვრევად საუკეთესო შანსია.
"დრო" იმ იდეით დაფუძნდა, რომ ადამიანებს სასურველი შედეგის მიღწევაში ზუსტად და გააზრებულად დახმარებოდა. ამ მისიისთვის შეფები და ნუტრიციოლოგები გაერთიანდნენ. შედეგად მივიღეთ საფირმო კერძები, სადაც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა საგანგებოდაა გაწერილი.
Bolt Food-ის აპლიკაციაში მენიუ ძალიან პრაქტიკულადაა დაყოფილი, ცილებით მდიდარი საკვები, სენდვიჩები, საუზმე, სმუზები თუ კოქტეილები. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ენერგიით დაიმუხტო და დაზოგო დრო.
თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ტრადიციული, ნოყიერი და ძალიან ნაცნობი გემოები გესიამოვნებოდათ, Bolt Food ამ მხრივაც საუკეთესო არჩევანს გთავაზობთ.
როცა ნამდვილი, წვნიანი საქონლის ქაბაბი მოგინდებათ, სხვა არაფერზე იფიქროთ! Bolt Plus-ის კვირეულის პერიოდში, "ლაბაძის ძმის ქაბაბი" 25%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ გამოიძახოთ. ეს ზუსტად ის გემოა, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს.
4. ლოს ამიგოს
მექსიკური სამზარეულოსა და პიკანტური გემოების მოყვარულებისთვისაც ძალიან სასიამოვნო ამბავი გვაქვს.
თუ ნამდვილი ბურიტოს, ტაკოს ან კესადიას დასაგემოვნებლად საუკეთესო მომენტს ელოდებოდით, ეს შანსი თქვენთვისაა! შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს რუტინაში და ისარგებლეთ "ლოს ამიგოს" სრულ მენიუზე 20%-მდე ფასდაკლებით.
არ გადადო! გახსენი Bolt Food-ის აპლიკაცია, გაიაქტიურე Bolt Plus-ის ერთთვიანი უფასო საცდელი პერიოდი და ისიამოვნე ულიმიტო, უფასო და პრიორიტეტული მიტანით შენს საყვარელ კერძებზე 26 მაისის ჩათვლით.