Get All Access for $5/mo

ბრიტანულ-ქართული აკადემიის განვითარების ახალი გეგმა როგორ პასუხობენ მოსწავლეები თანამედროვე მოთხოვნებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21-ე საუკუნის სწრაფად ცვალებად გარემოში რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რა პროფესია იქნება მოთხოვნადი და აქტუალური უახლოეს მომავალში. ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, დასაქმების ბაზარზე უამრავი ახალი კარიერული შესაძლებლობა ჩნდება, რაც, შესაბამისად, ახალი უნარ-ჩვევების საჭიროებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იმ მუდმივად ცვალებად სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი უნარები, როგორებიცაა - სიახლეებისადმი სწრაფვა, ადაპტაცია და დამოუკიდებლად სწავლა. ადამიანების საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვისთვის კი განსაკუთრებული როლი სწორედ სკოლას აქვს, ვინაიდან სწორედ სწავლის ამ საფეხურზე იწყება აქტიური მომზადება კონკურენტუნარიანი ბაზრისთვის.

ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) უკვე წლებია, რაც მოსწავლეებს სასწავლო გამოცდილების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს. სპეციალურად შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს და მიიღონ ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით განაგრძონ სწავლა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სკოლას საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ახალი აკადემიური დირექტორი ჰყავს, რომლის განვითარების ხედვაც მოსწავლეების 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მომზადებას ეხება. ახალი ხელმძღვანელი, რობერტ ანსვორტი წარმოშობით ბრიტანელია და 25 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო მასშტაბით, სწავლებისა და განათლების სფეროში სხვადასხვა ლიდერულ პოზიციას იკავებს. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, რობერტ ანსვორტი თვლის, რომ დღესდღეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც, მოსწავლეს სკოლის დახმარებით შეუძლია შეიძინოს, არის - შესწავლის უნარი.

"იყო საგანმანათლებლო ლიდერი მუდმივად განვითარებად გლობალურ საზოგადოებაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, საკმაოდ კომპლექსური როლია. ჩვენი სკოლის ძირითადი ორიენტირია - სწავლის უნარის განვითარება.

ჩემთვის, კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად აქვს ამა თუ იმ ადამიანს სწავლის უნარი. წინასწარ შეუძლებელია თქმა, რა სამუშაო ადგილები იქნება ხელმისაწვდომი სამომავლოდ, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, განივითარონ ისეთი პერსონალური თვისებები, როგორებიცაა: ახალ გამოწვევებთან გამკლავება და მათი ახალ შესაძლებლობად ქცევა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, როგორც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ არამხოლოდ ის, თუ რა უნდა იცოდნენ, არამედ - როგორ უნდა ისწავლონ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ისინი ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, დღეს არ არის აქტუალური, თუმცა დასჭირდეთ სამომავლოდ.", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რობერტ ანსვორტი.

ახალი აკადემიური დირექტორის განმარტებით, სკოლის განვითარების გეგმა სრულად იქნება ორიენტირებული არამხოლოდ აკადემიური ცოდნის გაცემაზე, არამედ - პერსონალურ განვითარებაზეც. აკადემია ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან პიროვნებებად, რომლებსაც კარგად აქვთ გათავისებული ქართული კულტურა, თუმცა მზად არიან, გახდნენ გლობალური მოქალაქეებიც. "BGA-სთვის მნიშვნელოვანია მაღალი აკადემიური ხარისხის შენარჩუნება, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი თვითმიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები. ღრმად გვწამს, რომ აკადემიურ წარმატებასთან ერთად, საჭიროა, ჩვენი კურსდამთავრებულები უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს", - განმარტავს დირექტორი.

BGA განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს აკადემიურ პროგრამებს, ვინაიდან სწორედ საგნების ფართო სპექტრი აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, განივითარონ კრეატიული აზროვნება, ეთიკური ღირებულებები და პრობლემების გადაჭრის უნარები. თითოეული პროგრამის ეფექტურობა ფასდება არამხოლოდ შიდა პროცესების გაანალიზებით, არამედ - მოსწავლეთა კლასგარეშე აქტივობების, მიღწევებისა და პროგრესის ინდიკატორებითაც. ამის ნათელი მაგალითია საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა (IB Diploma), რომელიც ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამაა და მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის ამზადებს. "ბევრი სკოლა ცდილობს, განახორციელოს მსგავსი ტიპის პროგრამა, მაგრამ ხშირად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხს ვერ სთავაზობენ მოსწავლეებს. BGA-ში უამრავი ექსპერტი გვყავს, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფილოსოფიას აფასებენ. აკადემიურად საკმაოდ დატვირთული პროგრამა მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემების კრეატიული გზებით გადაჭრისა და სწრაფად ცვალებად გლობალურ სამყაროში წარმატებით ადაპტაციის უნარებს უვითარებს. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია Theory of Knowledge, რაც მოიაზრებს იმას, რომ ცოდნის თეორიის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ცოდნის ფენომენს შეისწავლიან და აანალიზებენ, თუ საიდან ვიცით ის, რაც ვიცით და როგორ უკავშირდება თითოეული დისციპლინის ფარგლებში მიღებული ცოდნა ერთმანეთსა და რეალურ სამყაროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე აღჭურვილნი არიან იმ შესაძლებლობებით, რასაც თანამედროვე უნივერსიტეტები, ბიზნესი და ზოგადად, მსოფლიო ითხოვს", - აღნიშნავს რობერტ ანსვორტი.

აკადემიის განვითარების ახალი გეგმა ასევე ორიენტირებული იქნება კარიერულ განვითარებაზე. აკადემიამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც BGA მოსწავლეებს ეხმარება, მოიძიონ დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის შესახებ და მიიღონ რეალისტური გადაწყვეტილებები სასწავლო პროგრამებისა და კარიერული შესაძლებლობების შერჩევისას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელს, აკადემია COBIS-ის (საერთაშორისო ბრიტანული სკოლების საბჭო) წევრი ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ BGA-ის მოსწავლეებს წვდომა ექნებათ საერთაშორისო ტრენინგებზე, კურსებზე, პროგრამების ფართო სპექტრსა და სტუდენტურ კონკურსებზე.

ბრიტანულ-ქართული აკადემია ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: საერთაშორისო პროგრამა (1-12 კლასები) და ქართული პროგრამა (11-12 კლასები). შესაბამისად, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მე-11-12 კლასებში საერთაშორისო პროგრამიდან გადავიდნენ ქართულ პროგრამაზე. აკადემიის სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს მოსწავლეების არა მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადემიურ პროგრესს, არამედ ჰოლისტურ განვითარებასა და მათ ჩამოყალიბებას პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველ ინდივიდებად.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია