ბრიტანული უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს ტობიას გრეიფი შეუერთდა BUG-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების მხარდაჭერითა და გამოცდილების გაზიარებით, ბრიტანული უნივერსიტეტი სტუდენტს მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად, საერთაშორისო დასაქმების ბაზრისათვის საჭირო უნარების განვითარებას სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში (BUG) 2020 წელს ბუკინგემის უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაარსდა. უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად.
უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები - "ბიზნესი და მენეჯმენტი" და "პოლიტიკის მეცნიერებები", ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ, ამიტომ ის სრულად აღიარებს BUG- ში მიღებულ განათლებას. ბუკინგემის აკადემიური პერსონალი ჩართულია, როგორც BUG- ის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სასწავლო პროცესის მართვასა და სტუდენტების შეფასებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტები BUG-ის დიპლომთან ერთად, საერთაშორისო აღიარების მქონე ბუკინგემის დიპლომსაც იღებენ.
სტრატეგიული მისიისა და მიზნების მისაღწევად, უნივერსიტეტში მოქმედებს მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგში მაღალი კომპეტენციის მქონე, ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით. უნივერსიტეტის განვითარებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყეტილება, მხოლოდ აღნიშნული საბჭოს წევრებთან კონსულტაციით მიიღება.
BUG-ის მრჩეველთა საბჭოს გუნდს ახლახანს შეუერთდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის, პროფესიული განათლების კოლეჯის ასოცირებული დეკანი ტობიას გრეიფი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
" ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ასეთი ინოვაციური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მრჩეველთა საბჭოს. BUG-ის მისია - სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა გახდეს წარმატებული მუდმივად ცვალებად გლობალურ სამყაროში, სრულად თანხვედრაშია ჩემს პერსონალურ ფასეულობებთან. მიხარია, რომ წვლილს შევიტან ასეთი უნივერსიტეტის განვითარებაში." - პროფესორი ტობიას გრეიფი
BUG-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების მხარდაჭერითა და გამოცდილების გაზიარებით, ბრიტანული უნივერსიტეტი სტუდენტს მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად, საერთაშორისო დასაქმების ბაზრისათვის საჭირო უნარების განვითარებას სთავაზობს.