Sponsored Content

BTU AI - ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ინოვაციური საგანმანათლებლო პროდუქტები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება და სხვადასხვა პროცესებში ინერგება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იქნა წარდგენილი.

მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო მეტი ნაბიჯები იდგმება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის და სხვადასხვა სექტორის განვითარების აქსელერაციისთვის. საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო.

ინოვაციური პროდუქტების დანერგვა აქტიურადაა დაწყებული BTU-ს სასწავლო და კვლევით პროცესში და აღნიშნული ინიციატივის წარდგენა განათლებისა და ბიზნესსექტორის წინაშე მოხდა. გენერირებულ სასწავლო მასალებსა და პროდუქტებს შორისაა ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კომპონენტები, რომელიც არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ქართულ ენაზეც უკვე ხელმისაწვდომია. მასალის შემუშავების პროცესში აგრეთვე ჩართულია ექსპერტ კურატორთა ჯგუფი, რესურსების შინაარსის სისწორესა და აკურატულობის შესწავლის მიზნით.

BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა, მავალფეროვან სფეროებს ფარავს: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა.

მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასებები მოყვა BTU AI-ს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოწინავე სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან, რაც მისი რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების წინაპირობაა. BTU AI კონცეფციის პრეზენტაციაზე აგრეთვე გაიმართა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BTU AI პროდუქტების სერია გაგრძელდება, შეიქმნება ახალი ინოვაციური რესურსები როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ისე ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის აქსელერაციის მიზნით. აღნიშნული, გაზრდის უახლესი სასწავლო თუ კვლევითი მასალების მიწოდების სისწრაფეს, ხარისხს, ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს და ცალკეული დარგების განვითარების ტემპს.