BTU-ის ყოველწლიური პრე-აქსელერაციის გამარჯვებულები 27 მაისს გამოვლინდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU-ის) მეწარმეობის ცენტრმა ინტენსიური პრე-აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპებიდან სპეციალურად მოწვეული ჟიური, ქულების საფუძველზე, რამდენიმე საუკეთესოს 27 მაისს დემო-დღის ფარგლებში გამოავლენს.
გამარჯვებულებისთვის დაწესებულია საპრიზო ფონდი 15 000 ლარის ოდენობით.
პრე-აქსელერაციის პროგრამა შემუშავებულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, MIT-სთან პარტნიორობით. ხოლო მთავარი პარტნიორი და სპონსორია "თიბისის" პროგრამა "სტარტაპერი". პროგრამის კიდევ ერთი სპონსორია კომპანია "Tether" (Tether Operations Limited).
პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას უწევდნენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები.
პროექტი 2024 წლის მარტში დაიწყო და 3 თვეს გრძელდებოდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაფარეს ისეთი თემები, როგორიცაა ბაზრის ანალიზი, ბაზარზე გასვლა/გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ-ტრენინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.
გაიცანით პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე დამწყები და ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპები:
- Speak - კომუნიკაცია; AI-ხელსაწყო, რომელიც მეტყველება და სმენადაქვეითებულ ადამიანებს მოუხსნის საკომუნიკაციო ბარიერს ჟესტური ენის გახმოვანებისა და ზეპირმეტყველების ეკრანზე ტექსტური სახით ასახვის გზით.
- REPETAITOR - განათლება (EduTech); AI-პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოახდენს წერილობითი დავალებების შემოწმებას და მომხმარებელს მისცემს რჩევებს განვითარებისთვის.
- PromoBot - Ai პრომოუტერი რობოტი, რომელიც მაღაზიაში რეკლამას უკეთებს ამა თუ იმ პროდუქტს.
- ექზედემი / Exedemy - განათლება; AI ქოუჩი, რომელიც აყალიბებს სასწავლო გეგმას, იმიტირებს გამოცდებს და იძლევა პროგნოზებს. შედეგად, სტუდენტებს შეუძლიათ შეცვალონ მომზადების სტრატეგია და ეფექტურად მოახდინონ ძალისხმევის ფოკუსირება.
- SnapMap - მწვანე ტექნოლოგია (B2B); ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს დაბინძურებული ადგილების დასუფთავებას და დამატებით მატერიალურ ინტერესს უჩენს პირებს მსგავს აქტივობებში ჩართვისთვის.
- Virtual Story - განათლება (EduTech), გემიფიკაცია; ციფრული, ინტერაქციული წიგნები, რომლებიც გემიფიკაციის ელემენტების საშულებით შემეცნების პროცესს უფრო ეფექტურს და მიმზიდველს ხდის ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის.
- Skratchville - Marketing / CRM; გემიფიკაციის პლატფორმა, რომელიც ეხმარება ელექტრონულ კომერციაზე დაფუძნებულ ბიზნესს, გაუშვან თავიანთი გეიმიფიცირებული ონლაინ აქციები და გაზარდონ კონვერსიები 50%-ით, 15 წუთზე ნაკლებ დროში.
- თეილსტექი/TailsTech - ელ.კომერცია; AI - პლატფორმა, რომელიც შინაური ცხოველების მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, ცხოველებს თავად აარჩევინონ მათთვის სასურველი პროდუქტი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცხოველის მიკრომიმიკის ანალიზის საფუძველზე.
- CHESSTEROS - Edu-Gaming & Retail - გემიფიკაცია, სამაგიდო თამაშების პლატფორმა, სადაც ჭადრაკისა თუ სხვა კომპლექსური თამაშების ფიგურებს მომხმარებელი სახლის პირობებში თავად ქმნის, ხოლო პლატფორმა NFC მეთოდოლოგიით მის ფიზიკურ ფიგურას ციფრულ RPG იდენტობებს უქმნის.
- Cart Well - საცალო ვაჭრობა; (B2B) - ინოვაციური ურიკა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სუპერმარკეტებში სალაროსთან რიგში დგომის გარეშე შეძლონ პროდუქტების შერჩევა და ანგარიშსწორება.
- Sprenty სპორტი - SaaS (B2B) - პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ სპორტულ ობიექტებს სთავაზობს სრულყოფილ მართვის სისტემას, ხოლო მეორეს მხრივ სპორტის მოყვარულებს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ და დაჯავშნონ სპორტული ობიექტები და აქსესუარები.
- Portico - ლოგისტიკა, (B2B) - ტვირთების ტრანსპორტირების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ამარტივებს გადაზიდვის პროცესებს და ერთ სივრცეში აერთიანებს გადამზიდის მოძიების, გადაზიდვის ეფექტურად დაგეგმვის, რეალურ დროში მონიტორინგის, დოკუმენტების მენეჯმენტისა და ანალიტიკის ხელსაწყოებს.
- Easy Fuel - ნავთობინდუსტრია; (B2B) - ბენზინგასამართი სადგურების ციფრული სივრცე, რომელიც ქმნის უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას და ეხმარება მძღოლებს დაზოგონ დრო და ფინანსები სამარაგე საწვავის ერთიანად შეძენის, ფასების შედარებისა და დანახარჯების ანალიტიკის მეშვეობით.
- Teach Up - განათლება, AI - ქართული პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ ლექტორებს და მასწავლებლებს საშუალებას აძლევთ მარტივად დააგენერირონ სასწავლო მასალა, მათ შორის, პრეზენტაციები გაკვეთილის გეგმები და სხვა. ხოლო, მეორეს მხრივ მოსწავლეებს სხვადასხვა AI ხელსაწყოების გამოყენებით უმარტივებს სასწავლო პროცესს.