BTU მდგრადი განვითარებისთვის – 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა მწვანე ინოვაციებს შეუწყო ხელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განახლებადი ენერგიის ლაბორატორია, მზის პანელებზე დაფუძნებული სასწავლო ინფრასტრუქტურა და მდგრადობის მიმართულებით შექმნილი კვლევითი პროექტები - 10 წლის განმავლობაში BTU-მ მწვანე განვითარება განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირა.

უნივერსიტეტში მოქმედი განახლებადი ენერგიის წყაროების ლაბორატორია ენერგოეფექტურობის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე ტექნოლოგიების შესწავლის სივრცეა. სტუდენტები აქ მუშაობენ რეალურ მოდელებსა და ტექნოლოგიურ სისტემებზე და სწავლობენ, როგორ გამოიყენება განახლებადი ენერგია პრაქტიკაში.

ამ მიმართულებას ავითარებს BTU-ს მდგრადობის ლაბიც, რომელიც აერთიანებს სასწავლო მოდულებს, კვლევებსა და პრაქტიკულ აქტივობებს სტუდენტებისა და ბიზნესებისთვის. ლაბის მიზანია მდგრადი მიდგომების ინტეგრირება როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ისე ორგანიზაციების საქმიანობაში.

Erasmus+ CBHE 3E-Partnership პროექტის ფარგლებში BTU-ში ვითარდება ახალი სასწავლო პროგრამები და ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტში დამონტაჟებული მზის პანელები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ენერგოეფექტურობა რეალურ გარემოში შეისწავლონ და კვლევითი პროექტები განახორციელონ.

BTU ასევე მონაწილეობს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში, რომლებიც ციფრულ და მწვანე ტრანსფორმაციას, თანამედროვე უნარების განვითარებასა და აკადემიურ და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას ემსახურება.

უნივერსიტეტის საქმიანობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. BTU-მ UN Global Compact-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო "ხარისხიანი განათლების" კატეგორიაში პროექტისთვის "ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში", რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

10 წლის განმავლობაში BTU-მ მდგრადი განვითარების მიმართულება სასწავლო პროგრამებთან, კვლევასთან, ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დააკავშირა და სტუდენტებისთვის მწვანე ინოვაციებზე მუშაობის პრაქტიკული შესაძლებლობები შექმნა.