Get All Access for $5/mo

BTU-ს ლექტორების აკადემიაში კურსი 10 მაისიდან იწყება აკადემიაში სწავლა BTU-ს მიერ დაფინანსდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის, რომელთაც აკადემიური საქმიანობის სურვილი აქვთ, BTU სპეციალურ აკადემიას აფუძნებს.

სწავლების მეთოდები, სილაბუსის დიზაინი, სწავლებისთვის საჭირო რესურსების შერჩევა და განსაზღვრა, ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელება სტუდენტებისთვის, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვა საკითხები, ლექტორების აკადემიაში, დარგის სპეციალისტებისთვის, დამატებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად იქნება შეთავაზებული.

,,ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პარალელურად განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები იკვეთება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ფართოვდება, გვემატება ახალი კამპუსი, პროგრამები, იზრდება ჩვენი ადმინისტრაციული და აკადემიური გუნდი. ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მდგრადი და ხარისხზე ორიენტირებული განვითარება, რაც გამოარჩევს BTU-ს საგანმანათლებლო სივრცეში. სწორედ ამიტომ, პრაქტიკოსი და გამოცდილი პროფესიონალებისთვის, დამატებით იქმნება ლექტორების აკადემია, რომელიც შესძენს ლექტორობის მსურველებს საჭირო უნარებს, წარმატებული აკადემიური საქმიანობისთვის.'' - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

აკადემიაში სწავლა BTU-ს მიერ დაფინანსდება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მოტივირებული კანდიდატების მოძიებას და მსურველთა ფართო წრისთვის შექმნის ახალ შესაძლებლობას.

აკადემიის მენტორებს შორის იქნებიან განათლების სფეროს პროფესიონალები და დარგის გამოცდილი პროფესორები, რომლებიც კანდიდატებს თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ.

კურსის დასრულების შემდეგ ახალი ლექტორები შეიძენენ საჭირო ცოდნას, უნარებსა და პრაქტიკულ კომპეტენციას სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლების მისაცემად.

ლექტორების აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატებთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, განიხილება შემდგომი თანამშრომლობა.

BTU-ს ლექტორების აკადემიის კურსი გრძელდება 10 კვირა. პირველი ნაკადის გადამზადება დაიწყება 10 მაისს, ხოლო სწავლების პერიოდი დასრულდება არაუგვიანეს ივლისისა. სწავლება განხორციელდება შერეული ფორმატით. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 საათის ხანგრძლივობით.

კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე. კონკურსის პირველ ეტაპზე მათ უნდა წარმოადგინონ მიღების წინაპირობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სამოტივაციო წერილი (რომელიც დაასაბუთებს მათ ინტერესსა და პოტენციალს საუნივერსიტეტო დონეზე სწავლების მიმართ).

შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე გასაუბრებას გაივლიან საკონკურსო კომისიასთან.

ლექტორების აკადემიის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად მიჰყევით ბმულს.

დაინტერესებული კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი