Get All Access for $5/mo

BTU-ს ყოველწლიური აქსელერატორი იწყება აქსელერატორის პროგრამა MIT-სთან პარტნიორობით შემუშავდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დამწყებ და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის BTU-ს მეწარმეობის ცენტრი 3 თვიან ყოველწლიურ აქსელერაციის პროგრამას იწყებს.

სტარტაპ აქსელერატორის საპრიზო ფონდი 5000 ლარია და აქსელერატორის პროგრამა შემუშავებულია MIT-სთან პარტნიორობით.

პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები და მათ უმოკლეს დროში მასშტაბირებაში დაეხმარებიან. გამარჯვებული სტარტაპი მონაწილეობას გლობალურ სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღებს და შეხვდება ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან ისრაელიდან და ევროპიდან.

პროგრამა 2024 წლის მარტში დაიწყება, მისი ხანგრძლივობა 3 თვეა და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის ბაზრის ანალიზი, კანვას ბიზნეს მოდელი, ბაზარზე გასვლა / გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ ტრეინინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.

აქსელერაციის ბოლოს დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები საკუთარ სტარტაპზე პრეზენტაციას წარადგენენ.

მონაწილეობა შეეძლებათ BTU-ს სტუდენტებსაც

1 თებერვალი - ქოლის გამოცხადება (1 თვიანი სარეგისტრაციო პერიოდი)

1-8 მარტი - სტარტაპების შერჩევა

11-15 მარტი - სტარტაპებთან და ტრენერებთან კომუნიკაცია

19 მარტი-15 მაისი - აქსელერაციის პროგრამის განხორციელება

მაისის ბოლო - სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად!

Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!