BTU-ში Wordpress-ის პირველი მრავალენოვანი დანამატის, MULTIGURA-ს პრეზენტაცია გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქართული Wordpress დანამატის, MULTIGURA-ს პრეზენტაცია გაიმართა. MULTIGURA არის ქართული ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც WordPress პლატფორმაზე მრავალენოვანი ვებსაიტების შექმნისა და მართვის საშუალებას იძლევა.
პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროდუქტის დემო-ვერსია და განხილული იქნა მისი ფუნქციონალი. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლებისა და პირობების შესახებ.
WordPress პლატფორმაზე ინტერნეტის დაახლოებით 43% არის აშენებული. პლატფორმაზე ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ახალი ვებსაიტი იქმნება, მათგან დაახლოებით ნახევარი მილიონი მრავალენოვანია.
MULTIGURA აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:
- გვერდების, პოსტების, მენიუების, სლაგებისა და მედიის თარგმნა;
- URL-ების მართვა თითოეულ ენაზე;
- ინტეგრაცია Google Translate და DeepL თარგმნის სისტემებთან;
- SEO-ის მხარდაჭერა მრავალ ენაზე;
- WooCommerce და ACF Pro-ის ინტეგრაცია;
- ინსტალაციის გამარტივებული პროცედურა.
დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.