BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2026 წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საგრანტო ფონდი ამოქმედდება. ფონდის რესურსი მოხმარდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას.
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით მიმდინარეობს საგრანტო ფონდის დაფინანსების სქემის შემუშავება. დაფინანსებისთვის განაცხადის გაკეთებას შეძლებს უნივერსიტეტის ყველა წარმატებული სტუდენტი,
რომელიც დააკმაყოფილებს დაფინანსების გაცემის წინაპირობებს.
საგრანტო ფონდში მოქმედი დაფინანსების სქემის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ღია კარის დღეებსა და საინფორმაციო შეხვედრების დროს. საგრანტო სქემის შემუშავების დასრულებისთანავე, ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ჩატარდება შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები.