ბუტკოს ჯუჯა ნაძვი - როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საახალწლო სამზადისი ლამაზ, ფერად დეკორაციებს უკავშირდება, თუმცა, ბუტკო ბაზარზე სრულიად განსხვავებული ხედვით გამოჩნდა. მცენარებიის სიყვარულით შთაგონებულმა წამოწყებამ ახალი წლის დღესასწაული არა დროებით, არამედ გრძელვადიან მოვლენად აქცია.
ბუტკო საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესია, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანებისთვის ბუნებასთან ურთიერთობის სწავლება და პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
დღესასწაულის ცოცხალი სიმბოლო
ბუტკოს საახალწლო კონცეფციის მთავარი გმირი კანადური ჯუჯა ნაძვია. ეს პატარა მცენარე დიდი ნაძვის ხის იდეალური, ცოცხალი ალტერნატივაა, რომელიც "სუნთქავს" და გარემოს ნამდვილ სადღესასწაულო მუხტს მატებს.
"განსაკუთრებული საახალწლო განწყობა და ემოცია მოაქვს ამ ნაძვს, წლიდან წლამდე ჩვენთან ერთად იზრდება, მთელი წლის მოგონენებებს, ბედნიერ მომენტებს ინახავს და დღესასწაულისა და ოჯახის ისტორიის ცოცხალი ნაწილი ხდება", - ამბობს არჩილ ღოღობერიძე, ბუტკოს დამფუძნებელი
ჰარმონიული თანაარსებობის ფილოსოფია
როგორც არჩილი გვეუბნება, ბუტკო აჩქარებულ ურბანულ გარემოში ბუნებრივ რიტმთან დაბრუნებას გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა სულ უფრო სწრაფდება, მცენარე მაინც საკუთარი, უცვლელი ტემპით იზრდება. მათზე დაკვირვება დროის სვლას სულ სხვაგვარად გვაჩვენებს და სახლში ბუნებისგან შექმნილ ცოცხალ ენერგიას აბრუნებს.
"მცენარეების სიყვარული ადამიანში მზრუნველობის განცდას აღვიძებს, მეტად ყურადღებიანს გხდის და სამყაროსაც სხვანაირად აღიქვამ".
პასუხისმგებლობის გაზიარების ციკლი
ბუტკოში მცენარის შეძენა მასთან დამეგობრებას ნიშნავს. არჩილი მომხმარებლებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებს და მცენარეების მოვლის კურსებსაც სთავაზობს, რადგან მცენარეზე ზრუნვა ნებისყოფას, თანმიმდევრულობასა და ცოდნას მოითხოვს.
ეს მიდგომა ბუტკოსა და მის მომხმარებელს შორის მყარ, ემოციურ კავშირს აჩენს.
ბუტკო მაგალითია, როგორ შეუძლია ბიზნესს, შექმნას ხანგრძლივი ღირებულება; დეკორაციაზე ბევრად მეტი - ჯადოსნური ემოცია, რომელიც დღესასწაულის დასრულებასთან ერთად კი არ ქრება, პირიქით, კიდევ დიდხანს აგრძელებს ზრდას.
ახალი წელიც ხომ სწორედ ეს არის - უსაზღვრო შესაძლებლობების დასაწყისი, საუკეთესო დრო ახალი, განსხვავებული წამოწყებებისა და განვითარებისთვის. დიდი შედეგი კი სწორედ ასეთი გაბედული გადაწყვეტილებებით იწყება.