Sponsored Content

Calvin Klein საქართველოსა და Dressup-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Calvin Klein საქართველოს მფლობელ კომპანია სს პრობუს კაპიტალსა და შპს თრეიდლაინს (Dressup) შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ბრენდ Calvin Klein-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობის უფლება საქართველოში კომპანია თრეიდლაინს (Dressup Group) გადაეცა.

"ეს იყო ორი კომპანიის ბიზნეს ინტერესების სრული დაცვით განხორციელებული მნიშნელოვანი შეთანხმება, რომლის შედეგადაც, Dressup Group ექსკლუზიური უფლებით გადაიბარებს ბრენდის მართვას საქართველოში და მოახდენს მის მეტად განვითარებას მაღაზიათა ქსელის ექსპანსიის გზით" - აცხადებს Calvin Klein საქართველოს გენერალური დირექტორი თეონა გოდერიძე.

ბრენდი Calvin Klein პირველად საქართველოში 2017 წელს შემოვიდა საინვესტიციო კომპანია სს პრობუს კაპიტალთან პარტნიორობის გზით და 6 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად ორი ოფიციალური მაღაზიით არის წარმოდგენილი თბილისში - Calvin Klein Jeans (გალერია თბილისი) და Calvin Klein (სითი მოლი საბურთალო). აღსანიშნავია, რომ სითი მოლში არსებული მაღაზიის კონცეფცია შეესაბამება ბრენდის პრემიალურ მოდელს - House of Calvin-ს, რომელიც გახსნის მომენტისთვის სიახლე იყო და ამ ტიპის რიგით მეოთხე შოურუმს წარმოადგენდა მსოფლიოში დიუსელდორფის, ტოკიოსა და ნიუ-იორკის შემდეგ.

სს პრობუს კაპიტალთან აღნიშნული გარიგების შედეგად Dressup Group-ის პორტფელს მნიშნელოვანი ბრენდი შეემატა. Calvin Klein აიქონური ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით და მას უკვე 55 წლის წარმატებული გლობალური ისტორია აქვს.

"ჩვენი მიზანია, რომ ამ შეთანხმების შემდეგ, მოვახდინოთ ბრენდის კიდევ უფრო სწრაფი ზრდა და განვითარება საქართველოში. უკვე დაგეგმილია ახალი მაღაზიების გახსნა ბათუმსა და თბილისში, მათ შორის აუთლეთის ტიპის." - აცხადებს Dressup Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა მურვანიძე.