Cellfie - ახალი ბრენდი ტელეკომუნიკაციის ბაზარზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
5 აპრილს ტელეკომუნიკაციის ბაზარზე ახალი ბრენდი − Cellfie დამკვიდრდა. Cellfie არის ახალი სიტყვა უკვე კარგად ნაცნობ ტელეკომ-ინდუსტრიაში, ახალი შესაძლებლობებით ჩვენი ცხოვრების ყოველი ეტაპისთვის.
ახალი ბრენდის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპანიის მიერ ახალი ციფრული პროდუქტების გამოშვებამ განაპირობა. ციფრულ სამყაროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, კომპანიამ ორიენტირი ციფრული სერვისების განვითარებაზე აიღო. ამავდროულად, Cellfie ქართულმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა "სიბიეს ჯგუფმა" შეიძინა და 100%-ით ქართულ კომპანიად აქცია.
"ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა, მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ "სელფის" მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან "სელფი" აბონენტს ყველაფერს, რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს", − ამბობს ვასილ ბერიშვილი, "სელფი მობაილის" გენერალური დირექტორი.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქმნებოდა Cellfie − ბაზარზე არსებული საუკეთესო ციფრული ბრენდი.
გვიამბეთ Cellfie-ის შექმნის პროცესზე. როგორ იქმნებოდა ახალი ბრენდი?
"ბრენდის შექმნის პროცესი იყო საინტერესო და გამოწვევებით სავსე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩავატარეთ სხვადასხვა სახეობის 10-ზე მეტი კვლევა, საიდანაც 4 ფაზა მხოლოდ სახელისა და ლოგოტიპის კვლევას დაეთმო. შედეგად, ზუსტად დავინახეთ ჩვენი სეგმენტის მოთხოვნები, მოლოდინი და სრულად მოვარგეთ ჩვენი ბრენდის კონცეფცია. შევქმენით კრეატიული პლატფორმა, მისგან გამომდინარე კომპანიის სლოგანი და TOV (Tone Of Voice). კვლევაში სამი მხარე იყო ჩართული: ჩვენი მომსახურე კრეატიული სააგენტო უკრაინიდან, კვლევის საერთაშორისო სააგენტო და ადგილობრივი გუნდი", − ჰყვება მეგი აბაშიძე, "სელფის" ბრენდისა და მედია დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"დღეს, ციფრული სამყარო და ე.წ. სმარტფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. Cellfie-ს მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. Cellfie-სთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ, შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს ყველა თავისი ჩანაფიქრი.
ტრადიციულთან ერთად (ინტერნეტი, წუთები, sms-ები), Cellfie გვთავაზობს უახლეს ციფრულ პროდუქტებს. კერძოდ, ციფრული შეთავაზებების ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ უყურონ ციფრულ ტელევიზიას, უსმინონ მუსიკას, მისდიონ სპორტს და ჯანმრთელი ცხოვრების სტილს. ბრენდი სრულად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე".
როგორია "სელფის" მიდგომა მომხმარებელთან და რა არის თქვენი ბრენდის უნიკალურობა?
"ბრენდი მომხმარებლის ცხოვრების სტილის გათვალისწინებით შეიქმნა − Cellfie ყოველთვის მომხმარებლის ხელშია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. სახელი Cellfie მიუთითებს, რომ ბრენდისთვის მომხმარებელი პირველ ადგილზეა და ყველა პროდუქტი თუ მომსახურება მის სურვილებსა და კომფორტზე მორგებით იქმნება. Cellfie-სთან ერთად ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ფეხი აუწყონ ახალ ტექნოლოგიებს, უნდათ იყვნენ ხვალინდელი დღის ნაწილი და, რაც მთავარია, გამოხატონ საკუთარი თავი. ჩვენ ვქმნით ახალ ციფრულ სამყაროს, მორგებულს მომხმარებლის ციფრული ცხოვრების სტილზე", − ამბობს მეგი.
"ბრენდის ლოგოს შესაქმნელად "სელფი მობაილის" კომპანიამ არჩევანი საერთაშორისო ჯგუფ "სერვისპლანის" წევრ "სერვისპლან უკრაინაზე" შეაჩერა, სარეკლამო სფეროში მისი მრავალწლიანი გამოცდილებისა და წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით".
რას გამოხატავს Cellfie-ის ლოგო? მოგვიყევით ლოგოს კონცეფციისა და ბრენდის კავშირზე.
Cellfie-ს ლოგო წარმოდგენილია მკვეთრი ფერებით, არის მარტივი აღსაქმელი და დასამახსოვრებელი. გეომეტრიულად, ლოგოში ერთმანეთს სამი მომრგვალებულკუთხიანი კვადრატი კვეთს. გადაკვეთის წერტილზე ყველასთვის ცნობილი Play ღილაკი იქმნება, რაც ციფრულ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს და ბრენდის პრიორიტეტულ ციფრულ მიმართულებაზე ამახვილებს აქცენტს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ციფრულ მიმართულებაზე აქცენტირება, სწორედ ამიტომ ბრენდი ტრადიციული ტელკოდან ტრანსფორმირდა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით აღჭურვილ ციფრულ მობილურ ოპერატორად. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ფერები ყველა არხში − ციფრულსა და ფიზიკურში, ერთნაირი სიმკვეთრით წარმოჩენილიყო და ბრენდი ნებისმიერ ფორმატში ცნობადი ყოფილიყო.გუნდის მიზანია, ახალი ბრენდი Cellfie გახდეს მომხმარებლის გზამკვლევი ციფრულ სამყაროში. სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო მრავალფეროვანი ციფრული კონტენტის შექმნა და ქსელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს იყოს ნამდვილი და გამოხატოს საკუთარი თავი ციფრულ სამყაროში". − მეგი აბაშიძე, ბრენდისა და მედია დეპარტამენტის ხელმძღვანელი.