Get All Access for $5/mo

"ჭიკარტი" - თანამედროვე ქართული სახელოვნებო ონლაინსივრცე თქვენი ნამუშევრების პოპულარიზაციაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქართველოში ბევრი ნიჭიერი არტისტია, რომელსაც საკუთარი ნამუშევრების რეალიზებისა და პოპულარიზაციის საერთო პრობლემა აქვს. მყიდველს კი ხარისხიანი ნამუშევრის პოვნა და გარჩევა უჭირს.

იმისთვის, რომ მომხმარებელმა ხარისხიანი ნამუშევრები ერთ სივრცეში იპოვოს და შეიძინოს, სახელოვნებო სივრცე, "ჭიკარტი" შევქმენით. აქ შეხვდებით როგორც ცნობილი, ისე დამწყები არტისტების ხარისხიან ნამუშევრებს. მყიდველს საშუალება ექნება, სასურველი ნამუშევარი მარტივი და კომფორტული მიწოდების სერვისით შეიძინოს", - ქეთევან შალამბერიძ, "ჭიკარტის" თადანამფუძნებელი.

ქეთევანი სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. როგორც თავად გვიყვება, ხატვა სრულიად სპონტანურად დაიწყო.

"სახლის ინტერიერი შევცვალეთ და ერთ-ერთ კედელზე დიდი ზომის ნახატის შექმნა გახდა საჭირო. ფუნჯი ხელში პირველად ავიღე და ტილოზე დავხატე. ხატვის პროცესში მივხვდი, რომ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა და კარგად გამომდიოდა.

ნახატს გამოხმაურება მოჰყვა და ყიდვის სურვილიც გაუჩნდათ. მაშინ მივხვდი, რომ მინდოდა ეს საქმე გამეგრძელებინა. მხატვრობასთან ერთად, გრაფიკოსი დიზაინერი ვარ. საკუთარ ბიზნესზე ბავშვობიდან ვფიქრობდ".

ქეთევანი იხსენებს, რომ აკადემიაში ჩაბარების შემდეგ ბევრი ადამიანი გაიცნო, ვინც ძალიან საინტერესო და ხარისხიან ნამუშევრებს ქმნის. ისინი ცდილობენ, ამით ფულადი სარგებლის ნახვას, თუმცა ეს საკმაოდ უჭირთ. მისი მთავარი მიზანი და მოტივაცია ამ ადამიანების დახმარება იყო.

"მხატვრობის ტრადიცია და კულტურა ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. სივრცე, რომელიც ჩვენ ჩავიფიქრეთ, გაბედულობას, თანამედროვე ხედვას, მიდგომებსა და ციფრული ტექნოლოგიების ცოდნას მოითხოვს.

როგორც ყველა სტარტაპს, უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა გვიწევს. ამ პროცესში ჩვენც ყველაფერს ვსწავლობთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ თანამედროვე იდეის ტრადიციულ სფეროში დამკვიდრებაა. თუმცა გვჯერა, რომ მალე ამასაც გადავლახავთ", - საბა ჩუბინიძე, "ჭიკარტის" თანადამფუძნებელი.

საბა ამბობს, რომ მათი მთავარი მოტივაცია ქართული სახელოვნებო სივრცის გაფართოება და საერთაშორისო დონეზე გასვლის შესაძლებლობაა.

"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სოციალურ მედიაში "ჭიკარტის" გვერდების განვითარებას და აუდიტორიის გაზრდას ვგეგმავთ. ვებგვერდის შექმნაზე უკვე ვმუშაობთ. წლის ბოლოს პირველი განსაკუთრებული გამოფენა-გაყიდვა გვექნება".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი