Get All Access for $5/mo

CityPay.io-მ Seed რაუნდში €2 მლნ-ზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა კომპანიის კიდევ ერთი გლობალური წარმატება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველმა ქართულმა კრიპტოგადახდების კომპანიამ Citypay.io, წარმატებით დახურა Seed საინვესტიციო რაუნდი და ჯამურად 2 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი ინვესტორები, სხვა საერთაშორისო თუ ქართველ ე.წ. angel-ინვესტორებთან ერთად Tether, Presto Ventures არიან.

CityPay.io-ს მიერ მოპოვებული დაფინანსება ხელს შეუწყობს დსთ-ს რეგიონსა თუ სხვა ბაზარზე კომპანიის გაფართოებასა და B2C პლატფორმის განვითარებას.

CityPay.io 2020 წელს ერალფ ჰატიპოღლუმ და ბექა ქემერტელიძემ დააარსეს. ეს არის პირველი კრიპტოგადახდების კომპანია რეგიონში, რომელიც ბიზნესს ეხმარება გადახდები კრიპტოვალუტაში მიიღონ. CityPay.io კრიპტოვალუტის გადახდისა და მიღების ოთხ განსხვავებულ მეთოდს სთავაზობს ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს.

2021 წლიდან CityPay.io 700-ზე მეტ ბიზნესთან თანამშრომლობს რამდენიმე ქვეყნიდან. მათ შორისაა Radisson Hotels, Wendy's Georgia, სუპერმარკეტების ქსელი Fresco, ასევე მრავალი სხვა საერთაშორისო და რეგიონული ბრენდი.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში CityPay.io კრიპტობაზარს ავითარებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ დროისთვის, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვაყალიბეთ კრიპტოშესყიდვების კულტურა ყოველდღიური პროდუქტებისა და სერვისებისთვის. ჩვენთვის პატივია Presto Ventures-ისა და Tether-ის მხარდაჭერა, რადგან ვაგრძელებთ ზრდას ჩვენი მთავარი მისიის შესასრულებლადყველა გავხადოთ კრიპტოსამყაროს ნაწილი", − ერალფ ჰატიპოღლუ, CityPay.io- თანადამფუძნებელი.

Tether, CityPay.io-ს ერთ-ერთი მხარდამჭერი კომპანიაა, რომელიც დსთ-ს ბაზარზე CityPay.io-ში ინვესტიციით შევიდა, ხოლო Presto Ventures პრაღაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ნიჭიერ სტარტაპების დამფუძნებლებს აძლიერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს დაფინანსება CityPay.io- დაეხმარება კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი წამყვანი პოზიცია რეგიონში, რადგან ისინი აგრძელებენ კრიპტოვალუტებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მთლიანი ბაზრის გაფართოებას", − რომან ნოვაჩეკი, Presto Ventures.

Seed საინვესტიციო რაუნდის დახურვას ასევე აქტიურად აშუქებენ Tech.eu, AIN.capital, CzechCrunch და სხვა ევროპული სტარტაპ ონლაინმედიებიც.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია