CNICK-ის ჭკვიანი ბეჭედი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია - გადახდები საქართველოს ბანკის ბარათითაც შესაძლებელია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული ტექნოლოგიური ბრენდის, CNICK-ის ჭკვიანი ბეჭედი უკვე საქართველოს ბაზარზეც არის ხელმისაწვდომი. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, მომხმარებლებს ბეჭდის საშუალებით უკონტაქტო გადახდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ, სადაც Mastercard-ის უკონტაქტო გადახდებია შესაძლებელი.
ბეჭდის აქტივაციისთვის საკმარისია CNICK-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით მას დაუკავშიროთ საქართველოს ბანკის ნებისმიერი Mastercard-ის ტიპის ბარათი.
CNICK მხოლოდ საგადახდო მოწყობილობა არ არის. კომპანიის ორი პროდუქტის - Ring 2-ისა და Ring 3-ის - ფუნქციებში ასევე შედის Tesla-ს ავტომობილის გასაღები, ხოლო Ring 3 დამატებით ჯანმრთელობის, სპორტული აქტივობისა და ძილის მონიტორინგის შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს.
ბეჭდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ისიცაა, რომ გადახდისა და Tesla-ს გასაღების ფუნქციები ელემენტის გარეშე მუშაობს. შესაბამისად, მათი გამოყენება მაშინაც შესაძლებელია, როდესაც ბეჭედი დამჯდარია.

რამდენად უსაფრთხოა CNICK-ით გადახდა?
CNICK გადახდებისთვის ტოკენიზაციის ტექნოლოგიას იყენებს. ბარათის აქტივაციისას მისი სენსიტიური ინფორმაცია იცვლება უნიკალური კოდით - ტოკენით, რის გამოც ბეჭედში რეალური საბანკო მონაცემები არ ინახება.
ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში მისი დისტანციურად დეაქტივაცია CNICK-ის მობილური აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. ასევე, შესაბამისი ლიმიტის ზემოთ გადახდისას მომხმარებელს PIN-კოდის შეყვანა სჭირდება.
CNICK-ის ბეჭდები ტექნოლოგიურ ფუნქციებთან ერთად დიზაინზეც არის ორიენტირებული და მზადდება ისეთი მასალებისგან, როგორებიცაა კერამიკა, ტიტანი, ვერცხლი და ოქრო.
პროდუქტის შეძენა CNICK-ის ოფიციალურ ვებგვერდზე cnick.ge არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი 20%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარს, მიიღებს, SOLO ბარათის მფლობელებისთვის კი ქეშბექი 30%-ია, მაქსიმუმ 150 ლარის ოდენობით.
CNICK საქართველოში იწარმოება და კომპანია საერთაშორისო ბაზრებზეც ოპერირებს, მათ შორის აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.