Concept of Safety (COS) ოფიციალურად გახდა OSHAcademy-ის ავტორიზებული ტრენინგ პარტნიორი საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია Concept of Safety (COS) ოფიციალურად გახდა OSHAcademy-ის ავტორიზებული ტრენინგ პარტნიორი საქართველოში!
COS-ის პარტნიორობა OSHAcademy-სთან პირველად აძლევს ქართულ ბიზნესს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ამერიკულად აღიარებული შრომის უსაფრთხოების ტრენინგები გაიაროს საქართველოში.
OSHAcademy 1999 წელს დაფუძნებული ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც გლობალურად გთავაზობთ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის 120-ზე მეტ საერთაშორისო დონის კურსსა და საგანმანათლებლო პროგრამას.
Concept of Safety (COS) არის კორპორაციული უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში. მისი მთავარი მიზანია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაეხმაროს კომპანიებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში.
COS-მა დაარსების დღიდან დღემდე კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად უკვე 200-ზე მეტ საშუალო და დიდ კომპანიას გაუწია მომსახურება და 1700-მდე ობიექტზე დასაქმებულთათვის შექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო.
COS ბიზნესს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- უსაფრთხოების მართვა 360°
- შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა;
- სურსათის უვნებლობა;
- სამუშაო გარემო ფაქტორების გაზომვა;
- აუდიტი;
- გარემოს დაცვა;
- სახანძრო უსაფრთხოება;
- ტრენინგები.