Get All Access for $5/mo

Connect. - ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინოვაციური პლატფორმა ქართულ ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Connect. - სამედიცინო-ტურისტული პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს სამედიცინო სერვისის მაძიებლებსა და ამ სერვისების მიმწოდებელთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პლატფორმა ქართულ ბაზარზე ოპერირებას მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

"ჩვენი გუნდი ეხმარება მათ, ვისაც სურს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიღება საზღვარგარეთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ end-to-end სამედიცინო ტურისტულ პაკეტებს, რომლებიც აერთიანებენ სამედიცინოსთან ერთად, ლეგალურ, ბიუროკრატიულ, ტურისტულ თუ სხვა ტიპის სერვისებს", - ლევან ჭანუყვაძე, Connect. პლატფორმის ავტორი და დამფუძნებელი.

როგორც ლევანი ამბობს, სამედიცინო ტურისტული ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანი სექტორია. სტარტაპი იმით განსხვავდება ტრადიციული ფასილიტატორებისგან, რომ სამედიცინო ტურიზმს აქცევს ციფრულ ალტერნატივად, რომლის მიღებაც სულ რამდენიმე დღეში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. თანაც, პაციენტებისთვის ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ ხდება, თავად აკონტროლებენ სერვისის მიღების პროცესს.

სერვისის მისაღებად მხოლოდ ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში შესვლა სასურველი სერვისის ან სამედიცინო მონაცემების ატვირთვაა საჭირო, დანარჩენს კი გუნდი მიხედავს.

Connect. თანამშრომლობს ისეთ ქართულ კომპანიებთან, როგორებიც WeHost და CityPay.io არიან. ჰყავს პარტნიორები თითქმის ყველა სექტორში, რათა მომხარებლებს შესთავაზოს მაქსიმალური სიამოვნება და საუკეთესო გამოცდილება, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად.

"გვჯერა, რომ საუკეთესო პარტნიორი შეიძლება იყოს ის, ვინც ერთ დროს შენსავით იწყებდა, თუმცა ახლა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ქმნის და ზუსტად იცის, თუ რა, როგორ და როდის გჭირდება", - აღნიშნავს ლევანი.

მომხმარებლისთვის პროცესი გამარტივებულია, მათ საკუთარი სმარტფონიდან შეუძლიათ აკონტროლონ თითოეული დეტალი, გეგმა თუ მომდევნო ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია სერვისთან. მთავარ საქმეს სტარტაპის გუნდი და პარტნიორი ორგანიზაციები ასრულებენ.

"თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ვგეგმავთ ისრაელისა და კვიპროსის ბაზრებზე შესვლას. ჩვენი მთავარი მიზანი თურქული და ესპანური ბაზრის ნაწილის ათვისებაა, რადგან სწორედ ამ ორ ქვეყანაშია განვითარებული სამედიცინო ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები ყველაზე მაღალ დონეზე".

2023 წლის 2 ნოემბერს ორგანიზაციამ მოიპოვა GITA-ს 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი. "ეს საშუალებას მოგვცემს, დავაინტეგრიროთ ჩვენს სისტემაში ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც თავად შეეძლება მომხმარებლის სამედიცინო დოკუმენტების პრე-სკრინინგი და პაკეტების მარტივად დაკავშირება, ასევე, უკვე შეძენილი პაკეტის შემდეგ, მათი მუდმივი ასისტენცია და მხარდაჭერა, როგორც შეკითხვებზე პასუხით, ისე სხვადასხვა შეხვედრის ჩანიშვნითა თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით. ამის გამო, ჯერჯერობით, ჩვენი ვებ-გვერდი საკმაოდ დიდ განახლების პროცესშია", - გვიყვება ლევანი.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია ინვესტიციის ძიების პროცესშია, pre-seeding რაუნდზე. ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია, რათა მოხდეს პროდუქტის სრულად ავტომატიზება, რაც დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული.

"ინვესტიციების მოსაზიდად 10-17 ნოემბერს მივემგზავრებით ლისაბონში, სადაც ყველაზე დიდ ტექნოლოგიური ფორუმზე Web Summit 2023 Lisbon-ზე ჩვენი სტენდით ვიქნებით წარმოდგენილნი და ვეცდებით, ვიპოვოთ როგორც ინვესტორები, ისე ახალი პარტნიორები და შესაძლებლობები".- ლევანი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს Connect. გუნდი აპირებს ესტონეთში გამგზავრებას რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთან შესახვედრად.

"სამწუხაროდ, საქართველოში ინვესტორებს ჯერ კიდევ არ სჯერათ სამედიცინო ტურისტული ბაზრის ინოვაციურობისა და განვითარების პოტენციალის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული