Craft Food მომხმარებელს რამდენიმე განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Craft Food მომხმარებელს, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს. ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი" და უკვე "კრაფტ პიცა".
"კრაფტ პიცის" სიჯანსაღის ერთ-ერთი ფაქტორი მისი რუხი შეფერილობის ცომია, რომელსაც კრაფტის შეფები ნეაპოლიტანური ფქვილის, Caputo-სგან, ბუნებრივი საფუარით, ნახშირის ბაზაზე ამზადებენ. ამასთანავე, ცომი არტიზანული დამუშავების მეთოდს გადის, რის გამოც ცომი მაცივარში 24 საათის განმავლობაში ყოვნდება, რაც ცომის ელასტიკურსა და ფაფუკ სტრუქტურას განაპირობებს, პროდუქტს კი კვებით ღირებულებასა და განსაკუთრებულ არომატს სძენს.
ასევე, მომზადების პროცესში გამოიყენება გაუყინავი ნედლეული და "კრაფტის" შეფების მიერ დამზადებული საფირმო სოუსები. ბრენდი "კრაფტ პიცის" შემდეგ სახეობებს გვთავაზობს: "კრაფტ პიცა ბეკონითა და სალიამით", "კრაფტ პიცა მარგარიტა", "კრაფტ პიცა სოკოთი და ლურჯი ყველით", "კრაფტ პიცა ბეკონით" და "კრაფტ პიცა პროშუტო".
Craft Food Restaurant-ის ახალი და ერთგული მომხმარებლებისთვის ონლაინ პლატფორმაც შეიქმნა - www.craftfood.ge, რომლის საშუალებითაც, უკვე ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, შორ მანძილზე, მიტანის სერვისით სარგებლობაცაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, საიტს აქვს Pick up ფუნქციონალი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პროდუქტის მომზადების სასურველი დრო თავად განსაზღვროს და შემდეგ შეკვეთის წასაღებად მიაკითხოს, მოლოდინის გარეშე.
"ბრენდის შექმნის ეტაპები საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო. გვინდოდა მომხმარებლისთვის ახალი, განსხვავებული და, რაც მთავარია, მათი საჭიროებების შესაბამისი პროდუქტი შეგვეთავაზებინა", - დეა ცომაია, Craft Food Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პიცის სიახლესთან ერთად ბრენდმა, სპეციალურად "კრაფტის" მომხმარებლებისთვის, "აზიური კრაფტ შაურმაც" შექმნა, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. პროდუქტის უნიკალურობა მისი ვარდისფერი შეფერილობის ლავაშშია, რომელიც ჭარხლის ბაზაზე მზადდება და სწორედ ამ პრინციპით პროდუქტი კიდევ უფრო ჯანსაღია.
შიგთავსი შემდეგნაირია: დამარინადებული ხორცი (ქათამი/ღორი), აისბერგი, ბროწეული, წითელი ხახვი, წითელი და თეთრი კომბოსტო, ლიმონის ცედრა და წვენი, ჰალაპენიო, საფირმო ცხარე სოუსი სრირაჩას შემადგენლობით.
დეამ გაგვიზიარა ისიც, რომ ბრენდი კვლავ აქტიურად მუშაობს კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზებაზე, რათა მომხმარებელს განსხვავებული და განსაკუთრებული შესთავაზოს.