CX Business Summit Georgia 2026 - ადგილი მათთვის, ვინც ბიზნესს ადამიანების თვალით უყურებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CX Business Summit Georgia ბრუნდება! უკვე მესამე წელია მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო CX Hub CX Business Summit Georgia-ს აორგანიზებს და ამით ქვეყანაში მომხმარებლის გამოცდილების გარშემო სრულიად ახალ ბიზნესეკოსისტემას აყალიბებს. თუ 2023 წელს ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში, 2025-ში სამიტმა უკვე მეორედ შეკრიბა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო 2026-ში ის ბრუნდება კიდევ უფრო ძლიერი ამბიციით - გააერთიანოს ლიდერები, კომპანიები და პარტნიორები, რომლებიც CX-ს (Customer Experience) აღიქვამენ არა როგორც მხოლოდ სასურველ მიმართულებას, არამედ როგორც გაზომვად ბიზნესუპირატესობას.

დღეს, როცა ბევრი კომპანია ჯერ კიდევ მხოლოდ პროცესების, პროდუქტისა და გაყიდვების ოპტიკით უყურებს ზრდას, CX Business Summit Georgia იმ ბიზნესებისთვის იქცა მნიშვნელოვან შეხვედრის წერტილად, ვინც უკვე ხედავს, რომ თანამედროვე კონკურენცია სულ უფრო და უფრო მეტად გამოცდილებით წყდება. სწორედ ამიტომ სამიტის ღირებულება იმაშია, რომ ის ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო CX პრაქტიკას, AI ინსტრუმენტებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და პროფესიულ ქსელს, რომელიც ბიზნესისთვის ახალ თანამშრომლობებსა და ზრდის წერტილებს ქმნის. ამ ეკოსისტემის ცენტრში დგას CX Hub – Customer Experience Proffesional's Association-თან (CXPA) აფილირებული პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას განიხილავს როგორც ბიზნესის ტრანსფორმაციის სტრატეგიულ საფუძველს და ორგანიზაციებს ეხმარება მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის სისტემურად და გაზომვადად ჩამოყალიბებაში.

CX Hub-ის გზა მხოლოდ საკონსულტაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება. სააგენტო დღეს უკვე არის International CX Award-ის (ICXA) ექსკლუზიური პარტნიორი კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში, ხოლო მისი დამფუძნებლები - ნათია ჯიბლაძე და ნანა ახობაძე - The CX Academy-ის სერტიფიცირებული CX პროფესიონალები, The Belding Groups-ის სერტიფიცირებული ტრენერები, SEU-ს ასოცირებული პროფესორები და MIT GLEEN-ის წევრები არიან. ამასთან, CX Hub-ის მმართველი პარტნიორი ნათია ჯიბლაძე 2026 წელს CXMStars™-ის გლობალურ რეიტინგში TOP10-ში დასახელდა და გახდა პირველი ქართველი CX ლიდერი, რომელმაც ეს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამ ფონზე, CX Business Summit Georgia არ არის მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება - ის უფრო დიდი ხედვის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში სრულფასოვანი CX ეკოსისტემის შექმნაა, სადაც ცოდნა, პრაქტიკა, ტექნოლოგია და პროფესიული დიალოგი ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული.

სამიტის წლევანდელ პროგრამას განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს Nienke Bloem-ის მონაწილეობა. Nienke არის გლობალურად აღიარებული CX ლიდერი, CX Game-ის თანადამფუძნებელი, საერთაშორისო სპიკერი, International CX Awards-ის მასპინძელი და 30+ წლიანი კორპორაციული გამოცდილების მქონე პროფესიონალი. CXPA-ის Recognized Training Partner სტატუსით და ორგანიზაციული ტრანსფორმაციების პრაქტიკული გამოცდილებით, Nienke Bloem ქართველ აუდიტორიას გაუზიარებს არა მხოლოდ გლობალურ ხედვას, არამედ იმ მიდგომებსაც, რომლებიც CX-ს სტრატეგიად, კულტურად და რეალურ ბიზნესშედეგად აქცევს.

მისი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ სამიტი მხოლოდ შთამაგონებელ გამოსვლებზე არ იქნება აგებული. წლევანდელი თემატური ჩარჩო CX-ის მომავლის სამ მთავარ მიმართულებას ეხება - ინოვაციას, ინტეგრაციასა და ინტერაქციას. სწორედ ამ კონტექსტში Nienke ისაუბრებს CX სტრატეგიის განვითარებაზე - იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ბიზნესი ფრაგმენტული ინიციატივებიდან სისტემურ მიდგომაზე, როგორ ინტეგრირდება CX ბიზნესსტრატეგიაში და როგორ შეიძლება გამოცდილების მართვა გახდეს ლიდერული და კულტურული ტრანსფორმაციის ნაწილი. მის სესიაში ასევე იქნება CX Game-ის ინტერაქტიული ელემენტები, რაც სამიტს კიდევ უფრო პრაქტიკულ და ჩართულობაზე ორიენტირებულ ფორმატს მისცემს.

წლევანდელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა CX Hub-ისგან Networking Lunch-ია Nienke Bloem-თან ერთად - ფორმატი მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ სამიტზე დასწრება, არამედ ღირებული კონტაქტების დამყარება, იდეების გაცვლა და სამიტის Keynote სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვების დასმა არაფორმალურ გარემოში. ხშირად სწორედ ასეთ სივრცეებში იბადება ის ურთიერთობები და შესაძლებლობები, რომლებიც ბიზნესისთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდება.

CX Business Summit Georgia 2026 ჩატარდება 3 აპრილს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში, ბილეთები კი უკვე გაყიდვაშია tkt.ge-ის პლატფორმაზე. მათთვის, ვინც ეძებს ახალ იდეებს, ძლიერ პროფესიულ წრეს და პლატფორმას საკუთარი ბრენდისა თუ გადაწყვეტის გამოსაჩენად, ეს სამიტი შეიძლება იყოს როგორც დასწრების, ისე პარტნიორობის სწორი წერტილი (დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: info@cxhub.ge)

ამავდროულად, სამიტი უფრო დიდი მოძრაობის ნაწილია. CX Business Community Georgia - პირველი პროფესიული CX ქომუნითი საქართველოში - შეიქმნა სწორედ იმ ხედვის გაგრძელებად, რომლის მიხედვითაც CX უნდა იქცეს არა ერთჯერად ღონისძიებად, არამედ მუდმივ პროფესიულ დიალოგად. ქომუნითი გააერთიანებს CX-ის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, ბიზნესლიდერებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ქომუნითი გახდება სივრცე პროფესიული შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ღირებული ბიზნესკავშირების გასაღრმავებლად. ამ ეკოსისტემაში CX Business Summit Georgia არის შეხვედრის მთავარი წერტილი, სადაც სტრატეგია, კვლევა, განათლება და ტექნოლოგია რეალურ ქეისებსა და დისკუსიებში ერთიანდება.

სწორედ ამიტომ, CX Business Summit Georgia 2026 არის ადგილი მათთვის, ვინც ბიზნესს ადამიანების თვალით უყურებს და კარგად ესმის, რომ საუკეთესო გამოცდილება შემთხვევით არ იქმნება. ის იქმნება ხედვით, სისტემებით, სწორი პარტნიორებით და იმ ადამიანებით, ვინც მომავალს უკვე დღეს აშენებს.