დასაქმდი სოკარში და მიიღე სწავლის დაფინანსება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აგრძელებს სტუდენტური დასაქმების პროგრამას, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობასა და მოქნილ სამუშაო გრაფიკთან ერთად სოკარი სტუდენტებს სწავლის დაფინანსებას სთავაზობს.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ კერძო ან სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურებზე ჩამსხმელი-ოპერატორის ან უფროსი ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობენ და პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მხარდაჭერა სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სტუდენტური დასაქმების პროგრამა ახალგაზრდების საჭიროებებზეა ორიენტირებული და მათთვის სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შეთავსების ხელსაყრელი პირობების შექმნას ემსახურება.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.

გახდი სოკარის გუნდის წევრი

სოკარი - შენი მეგობარი განათლების გზაზე!