DataFest Tbilisi — რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი 19-21 სექტემბერს გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად თბილისში იმართება. წელს ფესტივალი 19, 20 და 21 სექტემბერს, სასტუმრო პულმანში ჩატარდება. ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია: https://www.datafest.ge/events
ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული — დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 5000-მდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix და სხვა.
DataFest Tbilisi 2024 წელს კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. ორგანიზატორები ელიან 1000-ზე მეტ სტუმარსა და სფეროს წამყვან სპიკერებს კომპანიებიდან, როგორებიცაა Netflix, Volvo, Microsoft, Apple, IBM, The Guardian და სხვა.
DataFest Tbilisi-ის დინამიკური პლატფორმა უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, სიღრმისეულ ვორკშოპებს, სტარტაპების ექსპოს, გამოფენებს, ინსტალაციებსა და ნეთვორქინგ სესიებს. გასული წლების მსგავსად, ფესტივალის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.
DataFest Tbilisi 2024 სხვადასხვა თემატურ მიმართულებას ფარავს:
· მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
· მონაცემები, მარკეტინგი და რეკლამა
· მონაცემთა დიზაინი
· მონაცემები და არჩევნები
· მონაცემთა ჟურნალისტიკა
· მონაცემები და ადამიანის უფლებები
· მონაცემები, კლიმატის ცვლილებები და მდგრადი განვითარება
· მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპები
DataFest Tbilisi 2024-ის ორგანიზატორია ForSet და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა.
ხოლო პარტნიორები არიან: USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, USAID მედია პროგრამა, USAID საჯარო მმართველობის პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითრების სააგენტო, Alliance of Democracies, New Democracy Fund, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), UNDP-სა და შვედეთის გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, მედიის განვითარების ფონდი, სამხრეთ კორეის სახელმწიფო, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), გრანთ თორნთონ საქართველო, ibccs.tax.
სპონსორები: EPAM, Quantori, Lineate, AI Lab, Pro-Service, Reach Hub, R Consortium.
ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: Next.on.ge, At.ge, Business Media Georgia, პუბლიკა, dev.ge, Entrepreneur, Marketer, ტელეკომპანია ფორმულა, კაქტუსი მედია, BPN.