Get All Access for $5/mo

დავით ჭიაბერაშვილი SkyTel-ის კომერციულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს "სქაიტელის" გუნდის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, განურჩევლად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს. დავით ჭიაბერაშვილი "სქაიტელის" გუნდს შეუერთდა და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს.

"სქაიტელი" ბაზარზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელმაც 2015 წლიდან დღემდე თავისი ადგილი დაიკავა ინტერნეტპროვაიდერების დიდ სამეულში. კომპანია ქართულ ბაზარზე ფართო დაფარვის არეალით გამოირჩევა.

"სქაიტელის" გუნდის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, განურჩევლად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

კომპანიაში სჯერათ, რომ თანამედროვე სამყაროში ინტერნეტთან წვდომა აუმჯობესებს და ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას.

სწორედ ამიტომ "სქაიტელის" დაფარვის არეალს წარმოადგენს მათ შორის საქართველოს რთულად მისადგომი რეგიონებიც, სადაც აქამდე ვერავინ შეძლო მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება.

"ჩვენთვის ღირებული და მთავარია ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რის გამოც შევძელით და დავფარეთ მათ შორის ისეთი რთულად მისადგომი ადგილებიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს".

მისი თქმით, სწორედ ეს ღირებულებითი თანხვედრა, კომპანიის სამომავლო გეგმები და ამბიციური მიზნები აღმოჩნდა გადამწყვეტი, რისთვისაც დავით ჭიაბერაშვილი შემოუერთდა კომპანიის გუნდს.

"ამბიციური და ძალიან საინტერესო გეგმები, რომლებიც აქვს კომპანიას, მიჩენს სურვილს ვიყო ამის ნაწილი და ჩემი წვლილი შევიტანო გეგმების განხორციელებაში".

დავითი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის მთავარ მიზნამდე სვლას − რაც შეიძლება მეტ ოჯახს ჰქონდეს ხარისხიანი ინტერნეტი − ახალი გეგმებითა და ხედვით გააგრძელებენ. ინტერნეტზე მოთხოვნის ყოველდღიური ზრდის პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება − დაიფაროს ის არეალები, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე არ აქვთ.

ახალ კომერციულ დირექტორს ამ და მომიჯნავე სფეროებში დიდი გამოცდილება აქვს − დავითი სატელეკომუნიკაციო სექტორში 2011 წლიდან არის. იგი წამყვან პოზიციებს ფლობდა როგორც "კავკასუს ონლაინში", ასევე "ჯეოსელში". წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო კორპორაცია Microsoft-ში, სადაც რეგიონის მასშტაბით 24 ქვეყნის განათლების სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციას კურირებდა. განათლება ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის განხრით მიიღო, დერბის უნივერსიტეტში სწავლობდა ტელეკომუნიკაციის ბიზნესის მიმართულებით, ასევე დამთავრებული აქვს ჰარვარდის ბიზნესსკოლის სასერტიფიკატო კურსი.

დავითი გუნდთან ერთად გეგმავს წვლილი შეიტანოს კომპანიის დიდი მიზნების განხორციელებაში. "სქაიტელისთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სკოლებში ხელმისაწვდომი ინტერნეტის მიწოდებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს, რომლის საშუალებით უკვე 1300-ზე მეტ სკოლას ოპტიკური ინტერნეტი მიეწოდება. პროექტი სამი წელია, წარმატებით მიმდინარეობს და კომპანიაც გეგმავს სკოლების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს.

"ჩვენი სამომავლო გეგმა ამ მიმართულებით გულისხმობს მომდევო 3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი სკოლა უზრუნველვყოთ ოპტიკური ქსელით და მივცეთ სკოლის თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა მაღალხარისხიან ინტერნეტთან, რაც თავის მხრივ მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება".

გარდა ამისა, "სქაიტელისთვის" მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გაანალიზება ბიზნესის წარმოებისას. კომპანია ეკოლოგიაზე ზრუნავს და სადგურებს მზის პანელებით ამუშავებს. განახლებადი ენერგიის წყაროებით სადგურების დიდი ნაწილი უკვე აღჭურვილია, თუმცა იგეგმება სრულად მზის ენერგიაზე გადასვლა.

დავით ჭიაბერაშვილის თქმით, გუნდის მთავარი ამოცანაა, მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს შესთავაზონ სერვისი და პროდუქცია, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას და გაამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას. გარდა ამისა, "სქაიტელს" სურს ბაზარზე დაამკვიდროს მაღალი სტანდარტი, რათა მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი იყოს.

პანდემიამ და თითქმის ორი წლით ყველაფრის დისტანციურ რეჟიმში გადასვლამ ყველას დაანახა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტერნეტიზაციას. "სქაიტელში" ამბობენ, რომ მოსახლეობას სჭირდება მაღალი ხარისხის ინტერნეტი და სწორედ აქედან მოდის თითოეული თანამშრომლის მთავარი მოტივაციაც − ადამიანებს მიაწოდონ საჭირო სერვისი.

"გვსურს, ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო კომპანია, სადაც ყველა გადაწყვეტილება, პროდუქტი და სერვისი ორიენტირებული იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, როგორც კერძო, ასევე ბიზნესსექტორში", − აცხადებს დავით ჭიაბერაშვილი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".