DC Family Beauty Center – ხარისხზე ორიენტირებული ესთეტიკური ზრუნვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

DC Family Beauty Center არის კომპანია, რომელიც ესთეტიკისა და სილამაზის სფეროს განვითარებას ემსახურება. კომპანიის დირექტორი, მარიამ ზაზიკაშვილი ამბობს, რომ იდეა ბუნებრივად ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და დაკვირვებამ აჩვენა, რომ მაღალი ხარისხისა და პროფესიონალურად შესრულებული მომსახურების მიმართ მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა ხშირად მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ერთ სივრცეში როგორც კომფორტი, ისე ხარისხი და ინდივიდუალური მიდგომა.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ადგილი, სადაც თითოეული დეტალი – სერვისით დაწყებული და გარემოთი დამთავრებული, ხარისხზე ყოფილიყო ორიენტირებული. გვინდოდა მომხმარებელს, ესთეტიკურ შედეგთან ერთად, ემოციური კომფორტიც მიეღო, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, ჰარმონიასა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. ჩვენი ბიზნესი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება: სილამაზის სტანდარტების ამაღლებას, პროფესიონალიზმის დამკვიდრებასა და მომხმარებლისთვის ახალი, თანამედროვე ესთეტიკური გამოცდილების შეთავაზებას", – ამბობს მარიამ ზაზიკაშვილი.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ნამდვილად არ იყო იოლი ამ გზის გავლა, თუმცა რწმენამ, რომ ესთეტიკის სფეროში ახალი სტანდარტების შექმნა შესაძლებელი იყო, გადაწყვეტილება სწრაფად მიაღებინა. მისი თქმით, დიდი სურვილი იყო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ მოემსახურებოდა ადამიანებს, არამედ მყუდრო და ოჯახურ გარემოს შესთავაზებდა.

"რადგან ეს ჩვენი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო ბიზნესის სამყაროში, ყველაფერი, რემონტიდან მცირე ორგანიზაციულ დეტალებამდე, თავდაპირველად გადაუჭრელ გამოწვევად გვეჩვენებოდა. თითოეულ ეტაპზე გვხვდებოდა სირთულეები, რომლებიც ზოგჯერ გვაფიქრებინებდა, რომ მიზანი შორს იყო. თუმცა ძლიერი მიზანდასახულობა, შეუპოვრობა და რწმენა იმისა, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდოდა, გახდა ჩვენი მთავარი მოტივაცია. ჩემი ურყევი ხასიათი და გუნდის საერთო მონდომება დაგვეხმარა, რომ არცერთ ეტაპზე გავჩერებულიყავით.

საბოლოოდ შევძელით შეგვენარჩუნებინა გზა მიზნისკენ უწყვეტად, ყოველ ბარიერს ვუპასუხეთ გამძლეობითა და საქმით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სირთულეები გახდა ჩვენი გამოცდილებისა და წარმატების საწყისი", – ამბობს კომპანიის დირექტორი.

მარიამ ზაზიკაშვილი ამბობს, რომ ინსპირაციას საქმიანობაში აძლევენ ფერები, ინდივიდუალიზმი, წვრილმანები და ადამიანები. მისი თქმით, ფერები მხოლოდ ვიზუალურ ელემენტს არ წარმოადგენენ – ისინი ქმნიან განწყობას, ასახავენ ემოციას და თითოეული ადამიანის ხასიათს გამოხატავენ.

"ინსპირაციის დიდ წყაროდ მიმაჩნია ადამიანები, მათი განსხვავებულობა, ემოციები და ისტორიები. თითოეულ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ხედვასა და მოტივაციას მაძლევს, რომ მუდმივად ვეძებო სილამაზე დეტალებში და ამ სილამაზის გაზიარება სხვებისთვისაც შევძლო. სწორედ ეს მრავალფეროვნება და სიცოცხლით სავსე გარემო მაძლევს ძალას, ყოველდღე სიყვარულითა და შთაგონებით გავაგრძელო საქმე, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია", – ამბობს ის.

უახლოესი ერთი წლის გეგმებზე საუბრისას მარიამ ზაზიკაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი გაფართოება და ცოდნის გაზიარებაა. სალონის პარალელურად იგეგმება სასწავლო სივრცის ჩამოყალიბება, სადაც ჩატარდება კურსები ესთეტიკის სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებით როგორც დამწყები, ასევე უკვე პრაქტიკაში მყოფი სპეციალისტებისთვის.

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალ თაობას პროფესიულ განვითარებაში, გადავცეთ პრაქტიკული გამოცდილება და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ცოდნა, განვითარება და წარმატება ერთმანეთს ავსებს. გრძელვადიან პერსპექტივაში გვსურს, რომ ჩვენი კომპანია იქცეს იმ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, შემოქმედებითობასა და ადამიანურ დამოკიდებულებას. გვსურს შევქმნათ სივრცე, რომელიც არა მხოლოდ სილამაზეს ქმნის, არამედ შთააგონებს ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას", – ამბობს DC Family Beauty Center-ის დირექტორი, მარიამ ზაზიკაშვილი.