Join our Waitlist for Expert Advice!

Disney-ს კომპანიის CEO - ბობ აიგერი ტოვებს დისნეი დიდ ცვლილებებს აანონსებს

By Erin Davis

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Disney-ში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჯეიმს გორმანი, Morgan Stanley-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დასახელდა. ამის შესახებ კომპანიამ ორშაბათს განაცხადა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს ბობ აიგერი. ჯეიმს გორმანის თაოსნობით ახალი CEO-ს მოძიებაზეც დაიწყება მუშაობა.

საინტერესოა ისიც, რომ თავად გორმანი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მარკ პარკერს ცვლის - ის Disney-ში მოსვლამდე "ნაიკის" აღმასრულებელი იყო.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აიგერი Disney-ის 2026 წლის ბოლოს დატოვებს, როცა კონტრაქტი ამოეწურება.

"კრიტიკული მნიშვნელობისაა ამ ეტაპზე ახალი აღმასრულებლის დანიშვნა. ვგეგმავთ, რომ 2026 წლის დასაწყისში გამოვაცხადოთ კანდიდატურის შესახებ", - თქვა გორმანმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ CNBC იუწყებოდა, რომ აიგერის შემცვლელი 2025 წელს დასახელდებოდა, თუმცა ამ თარიღმა ერთი წლით გადაიწია.

"დისნეიმ და მმართველმა საბჭომ დიდი სარგებელი მიიღო ჯეიმს გორმანის გამოცდილებითა და ხელმძღვანელობით და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის გვყავს ჩვენს შემდეგ თავმჯდომარედ – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბჭო აგრძელებს აღმასრულებლის კანდიდატის ძიებას. "უაღრესად მადლობელი ვარ მარკ პარკერის საბჭოში მუშაობისა და ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ძალიან ღირებული იყო ამ კომპანიისა და მისი აქციონერებისთვის და ჩემთვის, როგორც აღმასრულებელი დირექტორისთვის", - თქვა აიგერმა.

CNBC იუწყება, რომ შესაბამისმა კომიტეტმა ოთხ აღმასრულებელთან, რომლებიც უშუალოდ აიგერს არიან დაქვემდებარებულნი, ცოტა ხნის წინ უკვე ჩაატარა გასაუბრება. მათ შორისაა Disney Experiences-ის თავმჯდომარე, ჯოშ დ'ამარო, Disney Entertainment-ის თანათავმჯდომარეები, დანა უოლდენი და ალან ბერგმანი და ESPN-ის თავმჯდომარე, ჯიმი პიტარო.

Erin Davis

Entrepreneur Staff

Freelance Writer

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე