Get All Access for $5/mo

Dyson Next Gen Living - უსაზღვრო ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების დემო ზონები Dyson-მა ბუქარესტში რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1978 წელს, საკუთარი მტვერსასრუტის მუშაობით იმედგაცრუებულმა ჯეიმს დაისონმა ხელსაწყო დაშალა და აღმოაჩინა რომ ტომარა მტვრით იყო სავსე, რაც შეფერხებით მთავარი მიზეზი იყო. დაისონმა დაიწყო პრობლემაზე მუშაობა და 5 წლის და 5127 პროტოტიპის შემდეგ მსოფლიოს პირველი უტომრო მტვერსასრუტი აჩუქა.

Dyson დღეს გლობალური კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც აქვს ინჟინერიის, კვლევის, განვითარების და ტესტირების საწარმოები სინგაპურში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, მექსიკაში, ჩინეთში, პოლონეთსა და ფილიპინებში. 1993 წელს დიდ ბრიტანეთში საწყობის გახსნის შემდეგ, Dyson სტაბილურად იზრდება. დღესდღეობით კომპანიას აქვს გლობალური სათაო ოფისი სინგაპურში და ორი ტექნოლოგიური კამპუსი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მოიცავს 800 ჰექტარზე მეტ ფართობს Malmesbury-ში და Hullavington-ში.

1993 წლიდან Dyson-მა 1 მილიარდ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადო თავის ოფისებსა და ლაბორატორიებში Wiltshire-ში, რომელიც არის Dyson-ის ტექნოლოგიის, კვლევის, დიზაინი და განვითარების ჰაბი. Dyson არის საოჯახო ბიზნესი და დასაქმებული ჰყავს 14000-ზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის ინჟინრების 6000 კაციანი გუნდი. კომპანია ყიდის პროდუქტებს 84 ბაზარზე 300-ზე მეტ Dyson Demo Store-ში, რომელთაგან 50 გაიხსნა 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ახალი Dyson Virtual Reality Demo Store.

22 ნოემბერს, Dyson-ის სპეციალური მიწვევით Entrepreneur-ის გუნდი იმყოფებოდა ბუქარესტში, სადაც კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტები წარადგინა რეგიონალურ Next Gen Living ღონისძიებაზე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო Dyson Gen 5 უსადენო მტვერსასრუტი, Dyson Submarine სველი წმენდის მტვერსასრუტი, ჰაერის გამწმენდი - Big & Quiet და რა თქმა უნდა ყველასათვის ცნობილი თმის მოვლის პროდუქტები, განახლებული, უნიკალური ფერებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები უნგრეთიდან, ჩეხეთიდად, საბერძნეთიდან და ასევე ქართველი ცნობადი სახეები: ტელეწამყვანი - მარიამ სანოგო, Beauty ბლოგერი - თაკო საზინა და Lifestyle ბლოგერები მარიამ წილოსანი და მარიამ დავითაძე. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა ბრენდის წამყვანი ინჟნრებისგან მოესმინათ Dyson-ის ახალი ტექნოლოგიების შესახებ და ადგილზე თავად გამოეცადათ ახალი პროდუქცია.

ახალი ფერები Dyson-ის თმის მოვლის პროდუქციაში

როდესაც საქმე თმის სიჯანსაღესა და ბზინვარებას ეხება სკალპის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Dyson-ის თმის მოვლის საშუალებები ნაზად მოქმედებს სკალპზე. მათში ჩაშენებული ინტელექტუალური სითბოს კონტროლის სენსორი უკიდურესი დაზიანებისგან იცავს თმას და უნარჩუნებს მას ბუნებრივ სინოტივესა და სიჯანსაღეს.

ღონისძიებაზე, Dyson-ის დიზაინის მთავარმა ინჟინერმა - ევა კომას სთოუქსმა თმის მოვლის ახალი ხაზი - Ceramic Pop წარადგინა, რომელიც ეკლექტური ფერებით გამოირჩევა.

"წლების განმავლობაში თმაზე ჩატარებული კვლევისა და ტესტირების შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ზედმეტ სიცხეს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ Dyson-ში ჩვენ შევქმენით ისეთი თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ყველანაირი ვარცხნილობის შექმნა ზედმეტი გადახურების გარეშე. ასევე ჩავაშენეთ პატარა სენსორი, სახელად თერმისტორი, რომელიც ზომავს ჰაერის ნაკადის ტემპერატურას წამში 40-ჯერ, რათა დარწმუნდეს, რომ ის არასოდეს აჭარბებს ნორმას და, შესაბამისად, იცავს თმას ზედმეტი სიცხისგან. ორი უახლესი ფერი - blue blush და ceramic pop - ჩვენი CMF (Colours Materials and Finishes) გუნდის მუშაობის შედეგია, რომელმაც შექმნა ფერების და ტონების ისეთი კომბინაცია, რომელიც არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ საოცარი შეგრძნებების გამოწვევაც შეუძლია ჩვენს მომხმარებელში", - ამბობს ევა კომას სთოუქსი.

Dyson-ს სახლის სისუფთავეზე ზრუნვა და ჰაერის ხარისხი ახალ დონეზე აჰყავს

Dyson Technology როგორც ყოველთვის, ზრუნავს მომხმარებელთა პერსონალიზებულ მოთხოვნებზე, იგი ცვლის წმენდის მეთოდს და აუმჯობესებს ტექნოლოგიას, რითიც გვეხმარება სახლში სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში. დღესდღეობით, Dyson Gen 5-ის უსადენო მტვერსასრუტს აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია, რომლითაც იგი ადვილად აფიქსირებს და ანადგურებს მტვერს. Dyson Submarine კი აღჭურვილია სველი წმენდის ფუნქციით და ყოველი ბრუნვისას აშორებს სითხეებს, ნამსხვრევებს და ლაქებს მყარი ზედაპირიდან.

როდესაც საქმე სრულყოფილად გაწმენდილ სახლს ეხება Dyson-ის უახლესი Big & Quiet ჰაერის გამწმენდი იდეალური პროდუქტია ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად. მძლავრი შედეგის უზრუნველსაყოფად, კონუსური აეროდინამიკის, დალუქული ფილტრებისა და მძლავრი ჰაერის ცირკულაციის გამოყენებით იგი წმენდს ყველაზე დაბინძრურებულ ჰაერსაც კი.

ღონისძიებაზე Dyson-ის ინოვაციებსა და ექსპერიმენტებზე კომპანიის დიზაინის უფროსმა ინჟინერმა ენდრიუ აიჩისონმა ისაუბრა.

"Gen 5 აღჭურვილია ჩვენი უახლესი ძრავის ტექნოლოგიით, რომელიც დღესდღეობით, ჩვენს ყველაზე მძლავრ და მოწინავე პროდუქტს უზრუნველყოფს უსადენო ფილტრაციით. ჩაშენებული ნაპრალი-ხელსაწყოს მეშვეობით და ნაწილაკების დათვლის ფუნქციით იგი გახდა Dyson-ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსახმარი პროდუქტი. Dyson Submarine მტვერსასრუტს შეუძლია თმის ჩახვევის გარეშე გაწმინდოს მყარი ზედაპირი, ჩაშენებული განათების საშუალებით უფრო ადვილად აღმოაჩინოს მტვერი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი და ახალა უკვე სველი წმენდის ტექნოლოგიით გაასუფთავოს ყველაზე რთულად მოსაშორებელი ლაქები" - განაცხადა ენდიუ აიჩისონმა.

საპრეზენტაციო ზონები

ღონისძიება მოიცავდა სამ დინამიურ საპრეზენტაციო ზონას - თმის მოვლის ზონას, იატაკის მოვლის და ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგიების ზონებს. Dyson-ის ამბასადორებმა მაყურებელს წარუდგინეს თმის ვარცხნილობის სხვადასხვა ტექნიკები Dyson Airwrap-ის გამოყენებით. სპეციალურად გამოყოფილ პრემიუმ სივრცეებში სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ Dyson-ის ყველა ახალი პროდუქტი.

DYSON საქართველოში

2023 წლიდან ოფიციალური Dyson-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც შემდეგ ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში - Alta; Elit Electronics; Extra.ge; Vendoo; Veli.store; Zoommer; Kontakt Home; Apple City; iTechnics

18 ნოემბრიდან Dyson-ის ბრენდ ზონა გაიხსნა საბურთალოს სითი მოლშიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და თავად გამოსცადოს დაისონის ტექნოლოგიები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია