"ძაძიკმა" ფრენჩაიზის გაყიდვა დაიწყო – რას სთავაზობს ბრენდი მომავალ პარტნიორებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შვიდწლიანი განვითარების შემდეგ "ძაძიკმა" ფრენჩაიზის მიმართულება ოფიციალურად დაიწყო. ბრენდს, რომელიც მომხმარებელს ბერძნული სამზარეულოს ქართულ გემოვნებაზე მორგებულ კონცეფციას სთავაზობს, დღეს უკვე გამართული ოპერაციული სისტემა, საკუთარი საწარმო და ხარისხის სტანდარტები აქვს, რაც პარტნიორებისთვის წარმატებული ბიზნესმოდელის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.

ბერძნული გიროდან ქართულ ბაზრამდე როგორ შეიქმნა "ძაძიკი"

"ძაძიკის" ისტორია 7 წლის წინ დაიწყო. რესტორნის გენერალური დირქტორი, სალომე დოლიძე ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რა აკლდა ისეთი ქართულ ბაზარს , რაც განსხვავებული და საინტერესო იქნებოდა.

"ბევრი ქვეყნის სამზარეულოზე ვფიქრობდით, ვიხსენებდით გემოებს და გვსურდა მიგვეგნო ყველაზე საინტერესოსთვის. სწორედ ამ დროს დაიბადა იდეა ბერძნული კერძის, რომლის სახელი თავიდან ვერც კი გავიხსენეთ, მაგრამ მცირე ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს სწორედ ბერძნული გირო იყო.

გადავწყვიტეთ, ეს პროდუქტი საქართველოში შემოგვეტანა და მაქსიმალურად მოგვერგო ქართველი ადამიანების გემოვნებისთვის. სწორედ ასე დაიბადა Tzatziki.Tbilisi, რომელიც უკვე 7 წელია მასპინძლობს ერთგულ სტუმრებს. ამ დროის განმავლობაში შემოვიკრიბეთ ერთგული ადამიანები, დავხვეწეთ ჩვენი რეცეპტები და ჩამოვაყალიბეთ მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტი", – ამბობს "ძაძიკის" გენერალური დირექტორი.

სალომე დოლიძის თქმით, "ძაძიკი" მხოლოდ ბერძნული კვების ობიექტი არ არის – კომპანიას საკუთარი საწარმო აქვს, სადაც ყოველდღიურად ცხვება პური, მზადდება ხორცი, საფირმო სოუსები და სხვა პროდუქცია, რომლითაც ყველა ფილიალი მარაგდება.

"საკუთარი საწარმო გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ფილიალში შევინარჩუნოთ ერთნაირად მაღალი ხარისხი, სტაბილური გემო და მომსახურების სტანდარტი. რაც ყველაზე მეტად გვეამაყება – ჩვენი საფირმო სოუსებია, რომლებიც მრავალფეროვანს ხდის ჩვენს მენიუს.

გარდა კლასიკური ბერძნული ძაძიკის სოუსისა, რომელიც ჩვენი სახელწოდების შთაგონებაც გახდა, სტუმრებს ვთავაზობთ რამდენიმე უნიკალურ, მხოლოდ "ძაძიკისთვის" შექმნილ საფირმო სოუსს, რომელთა რეცეპტებიც ჩვენი ბრენდის პატარა საიდუმლოებაა. სწორედ ეს სოუსები ქმნის იმ გამორჩეულ გემოს, რის გამოც მომხმარებლები ჩვენთან ისევ და ისევ ბრუნდებიან", – ამბობს ის.

რატომ დაიწყო "ძაძიკმა" ფრენჩაიზის გაყიდვა და რას სთავაზობს პარტნიორებს

სალომე დოლიძე ხაზს უსვამს, რომ ფრენჩაიზის მიმართ ინტერესი დიდი ხანია არსებობს, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის სწორ დროს გადადგმა.

"დღეს უკვე გვაქვს სრულად გამართული საწარმო, დახვეწილი ოპერაციული სისტემა, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი სტანდარტები, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით მუშაობს. ვფიქრობთ, ახლა სწორი დროა ახალი გამოწვევებისთვის და მზად ვართ ჩვენი წარმატებული ბიზნესმოდელი პარტნიორებსაც გავუზიაროთ", – აღნიშნავს ის.

სალომე დოლიძის თქმით, ფრენჩაიზის პარტნიორებს "ძაძიკის" უკვე წარმატებული ბიზნესმოდელი, მრავალწლიანი გამოცდილება, გამართული ოპერაციული სისტემა და გუნდის მუდმივი მხარდაჭერა დახვდებათ.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საკუთარი საწარმოდან ცენტრალიზებული მომარაგებაა, რაც ყველა ფილიალსა და პარტნიორს ერთნაირად მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და საფირმო სოუსებით ამარაგებს.

რაც შეეხება პარტნიორების შერჩევას, სალომე დოლიძის თქმით, კომპანიისთვის მთავარი კრიტერიუმებია მოტივაცია, პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

"ვეძებთ პარტნიორებს, რომლებსაც სურთ წარმატებული და გრძელვადიანი ბიზნესის განვითარება. კვების სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი – ჩვენ უზრუნველვყოფთ საჭირო ტრენინგებს, ცოდნასა და მუდმივ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი იზიარებდეს ჩვენი ბრენდის ღირებულებებსა და ხარისხის სტანდარტებს", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

რატომ შეიძლება იყოს "ძაძიკის" ფრენჩაიზი საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობა

მაღალი კონკურენციისა და მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში, დღევანდელი მომხმარებელი სულ უფრო მეტად აფასებს ხარისხსა და სანდოობას. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას Tzatziki.Tbilisi.

"ჩვენ მიერ დაწესებული მკაცრი სტანდარტები პირდაპირ აისახება შედეგებზე: თვიდან თვემდე მზარდი ლოიალური სტუმრების რაოდენობა იმის უტყუარი ნიშანია, რომ მომხმარებლის მოლოდინებს ყოველდღიურად ვაჭარბებთ.

ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას და მუდმივად ვთავაზობთ სტუმრებს სიახლეებს. ჩვენი პარტნიორები სწორედ ამ საინტერესო თავგადასავალში გამოგვყვებიან და ერთად კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავასინჯებთ ჩვენს სამზარეულოს", – ამბობს სალომე დოლიძე, "ძაძიკის" გენერალური დირექტორი.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ რესტორანს დაუკავშირდნენ ელფოსტაზე: Salidolidzedolidze@gmail.com