ძმობა, როგორც მემკვიდრეობა: Chivas Regal-ის ახალი კამპანია ძმებ არველაძეებთან ერთად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Chivas Regal-მა ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ცენტრალური ფიგურები ქართული ფეხბურთის ლეგენდები, შოთა და აჩი არველაძეები გახდნენ. კამპანია, რომელიც ძმობისა და ერთობის ძალას ეძღვნება, მომხმარებელს განსაკუთრებულ, ლიმიტირებულ შესაძლებლობასაც სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში, Chivas-მა გამოსცა სპეციალური გაზეთები, რომლებიც არველაძეების წარმატების ისტორიასა და მათ განვლილ გზას აცოცხლებს. გამოცემა განსაკუთრებულია იმით, რომ მასზე ძმების ორიგინალი ავტოგრაფებია დატანილი. საკოლექციო გაზეთები ლიმიტირებული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი და მათი მიღება გულშემატკივრებს "ალკორიუმის" სამ ფილიალში, Chivas Regal-ის 12-წლიანი დაძველების ვისკის შეძენის შემთხვევაში შეუძლიათ. ეს არის შანსი, ფავორიტი ფეხბურთელების ისტორია საკუთარ კოლექციაში სიმბოლური სახით შეინახოთ.

რატომ ძმები არველაძეები? – კამპანიის მთავარი კონცეფცია
კამპანიის მთავარი იდეური ხაზი ძმობაზე გადის. ეს არ არის შემთხვევითი შერჩევა – თავად Chivas Brothers-ის ისტორია სწორედ ძმების მჭიდრო კავშირსა და საერთო ხედვაზეა დაფუძნებული. ბრენდისთვის ძმობა ის მთავარი ენერგიაა, რომელსაც დიდი წარმატება მოაქვს. სწორედ ეს მოტივი გასდევს ლაიტმოტივად არველაძეების მთელ კარიერას.
ბრენდისთვის ძმობა მხოლოდ მარკეტინგული ნაბიჯი არ არის – ეს მისი ფუნდამენტია. Chivas Regal-ის ისტორია მე-18 საუკუნის შოტლანდიაში ძმების, ჯეიმს და ჯონ ჩივასების პარტნიორობით დაიწყო. მათ დაამკვიდრეს "ბლენდირების ხელოვნება", რაც არა მხოლოდ საუკეთესო ვისკების შერევას, არამედ საერთო ხედვის, ამბიციებისა და ღირებულებების გაერთიანებას გულისხმობდა.
ძმების ფილოსოფია მარტივი, მაგრამ მძლავრი იყო: ის არასოდეს არის ერთპიროვნული მიღწევა, არამედ ერთიანობისა და ურთიერთმხარდაჭერის შედეგია. სწორედ ამიტომ, არველაძეების ტანდემი ბრენდისთვის იმავე ღირებულებების სიმბოლოა, რამაც თავის დროზე Chivas-ის ძმებს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

Chivas-ის ფილოსოფია ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნება: წარმატება მხოლოდ მაშინ არის სრულყოფილი, როდესაც მას მნიშვნელოვან ადამიანს უზიარებ. მარტოდ მიღწეული გამარჯვება ხანმოკლეა, ხოლო ერთმანეთის გვერდით დგომით შექმნილი ისტორია – მარადიული. როგორც თავის დროზე ძმებმა ჩივასებმა შეძლეს მსოფლიო ბრენდის შექმნა იმით, რომ ერთმანეთის ხედვას ენდობოდნენ, ასევეა ძმები არველაძეების კარიერა იმის დასტური, რომ უდიდესი მწვერვალების დაპყრობა მხოლოდ საერთო ძალისხმევითა და უპირობო მხარდაჭერითაა შესაძლებელი. სწორედ ეს ურყევი ერთობაა ის მემკვიდრეობა, რომელიც დროს უძლებს და შთაგონებად იქცევა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ნამდვილი ძალა ძმობასა და ერთგულებაშია.
"ჩვენ ვიცნობთ არა უბრალოდ აჩის და შოთას, არამედ ძმებ არველაძეებს – ერთიან ძალას, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შექმნა"