Get All Access for $5/mo

EduHub - ინგლისური ენის შესწავლისა და სწავლების შესაძლებლობა მსოფლიოს გარშემო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EduHub-ი ახალშექმნილი ინგლისური ენის ონლაინსკოლაა, რომელიც ანა ეგუტიძემ და ედგარ ჯილავიანმა დააარსეს. სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეისწავლონ და შეასწავლონ.

"ჩვენ გვყავს მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ამერიკასა და ევროპაში. ასევე, მასწავლებლები მთელი მსოფლიოს ირგვლივ.

EduHub-ში მხოლოდ აშშ-ში განათლებამიღებული მასწავლებლები ასწავლიან, რომლებმაც სწავლის სრული დაფინანსება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღეს. ისინი თანამედროვე სწავლის მეთოდებს იყენებენ, რაც სწავლას ნაკლებად სტრესულს ხდის და დასახული მიზანი უმოკლეს დროში მიიღწევა", - ამბობს ანა ეგუტიძე.

"გაკვეთილები სრულიად ონლაინფორმატში მიმდინარეობს. გვაქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური კურსები ყველა ასაკისა და ენის დონის მქონე მოსწავლეებისთვის. ასევე, მოსწავლეებს ვთავაზობთ კურსებს, საერთაშორისო ენის გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

EduHub-ის მასწავლებლები ადგენენ ინდივიდუალურ პროგრამას თითოეული მოსწავლისთვის, მათი ენობრივი დონისა და სწავლის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ სხვა სკოლებისგან გამოგვარჩევს", - აღნიშნავს ედგარ ჯილავიანი.

როგორც თანადამფუძნებლები ამბობენ, სასურველი გრაფიკი EduHub-ის მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი უმეტესობა ზრდასრულია და არ აქვს ბევრი თავისუფალი დრო.

"EduHub-ი ამ ნაწილშიც ძალიან მოქნილია. როცა მოსწავლე გვიკავშირდება, იგი გვწერს მისთვის სასურველ დღეებსა და დროს, და ჩვენ ამის მიხედვით მისთვის მასწავლებელს ვპოულობთ.

EduHub-ს მასწავლებლების დიდი გუნდი ჰყავს, ამიტომ მოსწავლის გრაფიკთან შეთანხმებას ყოველთვის ვახერხებთ. სანამ კურსი დაიწყება, გვაქვს გაცნობითი შეხვედრა და საცდელი გაკვეთილიც, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის მოლოდინების, მოთხოვნების გაცნობას უზრუნველყოფს", - გვიყვება ანა.

EduHub - ვმუშაობთ ერთად თქვენი მომავლისთვის.

"თუ რამდენიმე ადამიანი, მეგობართა ჯგუფი, ერთად გადაწყვეტს შეისწავლოს ინგლისური ენა EduHub-ში, ისინი ისარგებლებენ სპეციალური "მეგობრობის" ფასდაკლებით. ამ შეთავაზებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსწავლეებისგან.

ჩვენი სკოლის მიზანია, ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად მოსწავლეებს ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ, რისთვისაც ხშირად ვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს მოწვეულ სპიკერებთან", - აღნიშნავს ედგარი.

"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში ვსწავლობდით და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტეთ, ინგლისური ენის სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი და მარტივი გაგვეხადა, EduHub-ის ონლაინსასწავლო პლატფორმის შექმნის გზით.

ამ დრომდე ძალიან ბევრი დადებითი უკუკავშირი მივიღეთ მოსწავლეებისგან და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს, გავაგრძელოთ მუშაობა ამ სასიკეთო მიზნისთვის", - ამბობს ანა ეგუტიძე.

EduHub-ის FB გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61556578012531

EduHub-ის IG გვერდი: https://www.instagram.com/eduhub.2024/

ტელ: 598432385, 598614007 Whatsapp & Viber

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"