Get All Access for $5/mo

"ეს ორი" - ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 ივლისიდან 11 აგვისტომდე მსოფლიოს ყურადღება ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის, პარიზის ოლიმპიური თამაშებისკენ არის მიპყრობილი. ეს მოვლენა ყველა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქომაგების გულშემატკივრობა კი ის ძალაა, რომელიც ჩვენს სპორტსმენებს ყოველი ასპარეზობის წინ განსაკუთრებით აძლიერებს. სწორედ ამ მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით შეიქმნა "საქართველოს ბანკის" კამპანია. "საქართველოს ბანკი" ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. სწორედ ამიტომ, "საქართველოს ბანკი" საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

გულშემატკივრობის ფარგლებში აქტიურად ვადევნებთ თვალს ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მათ მსოფლიო სპორტული პრესის ყურადღება არაერთხელ მიიპყრეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაშა ბექაურის ისტორიული გამარჯვება - მან 31 ივლისს ჯუდოში ოლიმპიური ოქროს მედალი, საქართველოს ჯუდოს ისტორიაში ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა და დაამტკიცა, რომ საქართველო სპორტულ ასპარეზზე ძლიერი მეტოქეა. 24 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი ჯუდოკაა, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ოლიმპიური თამაშები თავისი ისტორიული კონტექსტით იმაზე მეტია, ვიდრე სპორტული ღონისძიება. ოქროს მედლის მფლობელის სტატუსი კი სპორტსმენისთვის არა მხოლოდ პირად კარიერულ წარმატებას, არამედ სახელმწიფოს მსოფლიო ასპარეზზე პოზიციონირებას გულისხმობს.

ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსთან ერთად, ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, როცა ლაშა ბექაური უდიდესი აუდიტორიის წინაშე წარდგა, გამარჯვების ნიშნად საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მომენტი იმ დაუვიწყარ სანახაობად იქცა, რომელიც ერთდროულად აღვიძებს სიამაყეს, აღფრთოვანებასა და შთაგონებას.

ლაშას ისტორია იმის კარგი მაგალითია, რომ ადამიანი მიზნისკენ სვლისას არასდროს უნდა გაჩერდეს და საკუთარი საქმისადმი თავდადებას ყოველთვის აქვს აზრი.

ლაშას წარმატების ისტორია

ლაშამ ჯუდოში ვარჯიში 7 წლისამ დაიწყო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს სკოლის პატარა ოთახში. იმისთვის, რომ დარბაზში მისულიყო, 13 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდა. თუმცა მისი თავდადება ჯუდოს მიმართ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. შედეგად, 13 წლის ასაკში ის კახეთში, გურჯაანში გამართულ შეჯიბრზე მესამე ადგილზე გავიდა და მედალიც მოიპოვა.

16 წლისამ კი ვარჯიში თბილისში განაგრძო. ლაშა ბექაურმა ქვეყნის მასშტაბით, ასაკობრივ კატეგორიაში რამდენჯერმე მოიპოვა პირველობა. მალევე, ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მიღების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შეუერთდა.

2016 წელს ევროპის თასზე მან პირველი, ბრინჯაოს მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიიღო. 2017 წელს 90-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მფლობელი გახდა. 2018 და 2019 წელს კი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა ახალგაზრდებში (2018 წელს - 90კგ; ნასაუ, ბაჰამის კუნძულები; 2019 წელს - 90კგ; მარაქეში, მაროკო).

ამასთან, 2019 წელს გახდა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (90კგ; უსტერი, შვეიცარია და 90კგ; კლუჟი, რუმინეთი). ამავე წელს პლანეტის უძლიერეს სპორტსმენებთან ასპარეზობაში ოქროს მედალი მიიღო და უფრო მეტიც, მასტერსის ღონისძიებაზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ის 2019 წლის აღმოჩენად დაასახელა.

ლაშა ბექაური 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 90კგ წონით კატეგორიაში გახდა. ამ გამარჯვებას განსაკუთრებულად კი ის ფაქტი აქცევს, რომ ლაშა ოლიმპიადაზე მხრის ტრავმით ასპარეზობდა.

შემდეგ, 2021 წელს იყო პირველი ევროპის ჩემპიონობა (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია); 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ბრინჯაოს მედლის მოპოვება (90კგ; ტაშკენტი, უზბეკეთი).

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ლაშა ბექაური ყოველთვის განსაკუთრებული თავდაჯერებით ეუბნებოდა მედიას, რომ ის ოქროს მედლის მოპოვებას აპირებდა. ამ თავდაჯერებას მაყურებელი მოწინააღმდეგესთან ასპარეზობისას და შემდეგ უკვე გამარჯვებულის სტატუსის მიღებისას კარგად შენიშნავდა.

ყოველი გამარჯვება ერის ისტორიასა და მეხსიერებაში თავის კვალს ტოვებს. ამიტომ გულშემატკივრობაც სხვანაირ ემოციურ დატვირთვას იძენს.

ლაშა ბექაურის ოლიმპიადაში მონაწილეობას და თითოეულ ორთაბრძოლას "საქართველოს ბანკი" სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურა. კამპანიის ფარგლებში დამზადდა სტიკერები, რომლებზეც სიამაყით შეგვეძლო ამოგვეკითხა ფრაზა - "ლაშა ფორმაშია". შემდეგ იყო მხარდაჭერის გზავნილი, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ ფინალამდე "საქართველოს ბანკმა" ლაშა ბექაურის საგულშემატკივროდ მშობლიურ სოფელთან, არხილოსკალოსთან ბანერი განათავსა წარწერით -"მიღწეულზე არ ვჩერდებით". ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავდა ბექაურის დამოკიდებულებას თავისი საქმისადმი და გამარჯვების უპირობო რწმენას. შემდეგ კი უკვე ახალი ბანერი გამოჩნდა, რომელიც ლაშა ბექაურის ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას გვამცნობდა ფრაზით -"ეს ორი".

პირველი ბანერი ლაშას ოლიმპიური ჩემპიონობისას არხილოსკალოში 2021 წ. განთავსდა, მეორე კი - 2024 წელს ასევე მის მშობლიურ სოფელში.

24 წლის ლაშა ბექაურმა თავისი გამარჯვებით ქართული ჯუდოს ისტორიის ახალი თავი დაწერა და მომავალი თაობებისთვის დაუვიწყარ მაგალითად იქცა.

"საქართველოს ბანკი" კი მთავარი სპონსორის ამპლუაში აგრძელებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერას და ქართული სპორტის უცვლელ ქომაგად რჩება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია