Get All Access for $5/mo

"ეთჰოუმი" - ბრენდი, რომელიც თქვენი ცხოვრების სრულყოფაზე ზრუნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში სახლი არა მხოლოდ სიმყუდროვესთან და ხარისხთან, არამედ კომფორტთანაც ასოცირდება. ადამიანებს სჭირდებათ გარემო, სადაც დატვირთული დღის შემდეგ დაისვენებენ, ზედმეტი საფიქრალისგან განიტვირთებიან და სულიერ სიმშვიდეს საყვარელ ადამიანებთან ერთად მოიპოვებენ.

პრესტიჟული ლოკაცია, ქალაქის ხმაურისგან მოშორებული რეკრეაციული ზონა, კაფეტერია, გამწვანებული ტერასა, კონსიერჟის სერვისი, ლობი, სუფთა ჰაერი, ხედები, მიწისქვეშა ავტოსადგომი, სპორტული დარბაზი და სხვა − ეს არის ის, რაც საცხოვრებელ კომპლექსს განსაკუთრებულს, ხოლო ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის. სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, 2020 წელს შეიქმნა AT HOME − 21-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე შენდება და პირველ მობინადრეებს 2023 წლის გაზაფხულზე მიიღებს.

"ეთჰოუმი" არის ადგილი, სადაც კომპლექსიდან გაუსვლელად მცხოვრებელი პირადი რეკრეაციული ზონით, ჰიპერმარკეტ "აგროჰაბით", სატრენაჟორო დარბაზით, 3-დონიანი ავტოსადგომით, კონსიერჟის სერვისითა და აზიურ-იტალიური ბისტრო-რესტორნით ისარგებლებს. მაღალსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი "ეთჰოუმი" საბურთალოზე, ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე მდებარეობს და მასთან არსებული ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი ხიდი და ხეობა ბუნებასთან წვდომისა და განტვირთვის მეტ საშუალებას იძლევა. საცხოვრებელი ბინების ფართობი 51 კვ.მ-იდან იწყება და განლაგებული იქნება მეოთხიდან 21-ე სართულის ჩათვლით.

კომპანიის საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია, რომლებიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე, მოსასვენებელ და რეკრეაციულ ზონებს. "ეთჰოუმის" თითოეული პროექტი გამორჩეულია თანამედროვე მშენებლობის კონცეფციით, რაც ითვალისწინებს ევროპულ გათბობა-ვენტილაციის სისტემებსა და პრემიუმხარისხის ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს. კომპანიის უმთავრესი მიზანია, შეიქმნას საცხოვრებლად მყუდრო და კომფორტული გარემო, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის დეტალი, რაც უმთავრესია ოჯახის წევრებთან ერთად თქვენი მშვიდი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

"ეთჰოუმის" საცხოვრებელი კომპლექსის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ 3-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით. კომპლექსისა და პარკინგის უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში სპეციალური დაცვის სამსახური იზრუნებს. ამასთან, მაქსიმალური მრავალფეროვნებისთვისა და კომფორტისთვის, კომპლექსის მეორე და მესამე სართულებზე კაფეტერია, 540 კვ.მ კეთილმოწყობილი საზაფხულო ტერასა და რეკრეაციული ზონა განთავსდება, რომლის საერთო ფართი 1400 კვ.მ იქნება. ბინის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ გამწვანებული და დასასვენებელი სივრცეებით, მეორე სართულის ბისტროში კი დააგემოვნებენ იტალიურ-აზიურ სამზარეულოს. AT HOME საუკეთესო არჩევანია ოჯახებისთვისაც, ვინაიდან აქ ცხოვრებისას თქვენ და თქვენს პატარებს სეირნობისა და განტვირთვისთვის შორს წასვლა არ დაგჭირდებათ. სპეციალურად მოწყობილი საბავშვო სივრცე კი არის ადგილი, სადაც თქვენი შვილები ახალი მეგობრების შეძენას შეძლებენ, თქვენ კი ტერასაზე დროის სასიამოვნოდ გატარებისა და ამავდროულად, მათთვის თვალყურის მიდევნების საშუალებაც გექნებათ.

მომხმარებლებს ბინები პრემიუმკარკასის კონდიციით ჩაჰბარდებათ, რაც მოიცავს: სრულად მოპირკეთებულ გარე ფასადსა და აივანს, მოწყობილ ელ.გაყვანილობის წერტილებს, ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარას, რკინის მასიურ, ცეცხლგამძლე კარს, მოჭიმულ იატაკს და სხვ. 1470 კვ.მ-ზე განთავსებული ჰიპერმარკეტი "აგროჰაბი" კი მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, შენობიდან გაუსვლელად, საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე, 24 საათის განმავლობაში მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშენებლობას სრულად აფინანსებს "საქართველოს ბანკი", რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მშენებლობის დასრულების რისკი. მომხმარებელს კი შეუძლია ისარგებლოს გრძელვადიანი გამარტივებული იპოთეკური სესხით.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო მიზნებს, AT HOME გამორჩეული დეველოპერული პროექტების განვითარებას გეგმავს. ამჟამად საბურთალოს ცენტრში, ჭილაძის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს ახალი პროექტის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მომხმარებლებისთვის გამწვანებულ მშვიდ ლოკაციას შექმნის. კომპანიაში ღრმად სწამთ, რომ სიმყუდროვე არ არის მხოლოდ სახელი, არამედ სითბოსა და კომფორტის განცდაა − სწორედ ამიტომ, AT HOME-ის სამომავლო პროექტებიც სრულად იქნება ორიენტირებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი გარემოს შესაქმნელად.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!