Eventive Georgia წინასაახალწლო და კორპორაციულ ღონისძიებებს დღესასწაულად გარდაქმნის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Eventive Georgia არის კრეატიული ივენთკომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს როგორც მასშტაბურ ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციულ ღონისძიებებს, იქნება ეს წვეულება, ბიზნესღონისძიება, კონფერენცია, სემინარი თუ გალა ვახშამი.
Eventive Georgia ქმნის სრულად პერსონალიზებულ გამოცდილებას, ბრენდიდან დაწყებული, ვიზუალური კონცეფციით, ტექნიკით, შოუელემენტებით, ლოჯისტიკითა და სტუმარმასპინძლობით დამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ წინასაახალწლოდ Eventive Georgia მომხმარებელს სადღესასწაულო შეთავაზებებს ჰპირდება. იმისთვის, რომ თქვენი კომპანიის წვეულება თუ საახალწლო ღონისძიება დაუვიწყარი იყოს, Eventive Georgia დასამახსოვრებელ, მეგობრულ და ჯადოსნურ საღამოს შეგიქმნით.
"ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, რომელიც გუნდს ერთიანობის განცდას უღვივებს. ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდი უკვე 7 წელია, რაც კორპორაციული წვეულებების უმაღლესი ხარისხით დაგეგმვასა და ორგანიზებას თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.
თითოეული კორპორაციული ღონისძიებისთვის მოთხოვნები განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ჩვენი მიდგომა ინდივიდუალურია და თქვენი კომპანიის კულტურასა და მიზნებზეა მორგებული", – თიკო ქურდაძე, ივენთების მიმართულების ხელმძღვანელი.
როგორც თიკო გვიყვება, ბრენდის მთავარი იდეაა, ღონისძიება გამოცდილებად აქციოს. Eventive Georgia-ს თითოეული პროექტი უნიკალური ისტორიაა, რომელიც დამკვეთის ღირებულებებს, მიზნებსა და ინდივიდუალობას ასახავს.
Eventive Georgia კორპორაციული წვეულებების მრავალფეროვან ფორმატებს გთავაზობთ:
კონფერენციები და სემინარები
პროფესიონალური კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება მოიცავს სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუდიოვიზუალურ აღჭურვილობას, კოფიბრეიქის მომსახურებასა და ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ბიზნესშეხვედრის წარმატებას განაპირობებს.
თიმბილდინგი
გუნდური ღონისძიებები კომპანიის თანამშრომლებისთვის, კრეატიული აქტივობები, გარე თამაშები, კულინარიული გამოწვევები და მრავალი სხვა ფორმატი, რომელიც კოლეგებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ხელს უწყობს. თიმბილდინგის ორგანიზება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
გალა ვახშამი და დაჯილდოებები
ელეგანტური კორპორაციული ვახშმები და დაჯილდოების ცერემონიები დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. Eventive უზრუნველყოფს კატერინგს, მუსიკალურ გაფორმებასა და ღონისძიების წაყვანას.
პროდუქტის პრეზენტაცია და ბრენდივენთი
ახალი პროდუქტის გაშვება ან ბრენდის წარდგენა კრეატიულ მიდგომას მოითხოვს. Eventive Georgia-ს გუნდი დაგეხმარებათ უნიკალური კონცეფციის შექმნაში, რომელიც თქვენი ბრენდის იდენტობას ასახავს და მიზნობრივ აუდიტორიაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
კორპორაციული წვეულება და საახალწლო ღონისძიება
კომპანიის წვეულება, იქნება ეს საახალწლო ივენთი, იუბილე თუ სხვა საზეიმო თარიღი, თანამშრომლებისთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს. Eventive Georgia ქმნის ატმოსფეროს, რომელიც გუნდს ერთიანობის განცდას უქმნის.
"ჩვენ კორპორაციული წვეულებისთვის საჭირო ყველა სერვისს ვაერთიანებთ. ჩვენი კოორდინატორები თქვენთან ერთად შეიმუშავებენ კონცეფციას, რომელიც თქვენი კომპანიის კულტურას, ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს. ღონისძიების დღეს თქვენ არ დაგჭირდებათ დეტალებზე ფიქრი, რადგან ჩვენი გამოცდილი გუნდი პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს", – ნინუცა ჯიბლაძე, ივენთმენეჯერი