ევროკრედიტის ახალი ინიციატივა – კომპანიამ ონლაინთამაში "ფინიშამდე ბარიერების გარეშე" აამოქმედა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ევროკრედიტმა" მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ინტერაქციული კამპანია დაიწყო და ონლაინთამაში "ფინიშამდე ბარიერების გარეშე" წარადგინა. თანამედროვე ბიზნესსამყაროში გეიმიფიკაცია (Gamification) ანუ თამაშის საშუალებით პროდუქტისა თუ სერვისის პოპულარიზაცია მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მძლავრ და ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა – ამ გლობალურ ტენდენციას კი "ევროკრედიტიც" უწყობს ფეხს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიზანი იყო, მომხმარებლის გამოცდილება (Customer Experience) უფრო სახალისო, დინამიკური და, რაც მთავარია, სარგებლიანი გამხდარიყო.

თამაშის კონცეფცია მარტივი და აზარტულია: მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ 8 ქართული ქალაქიდან სასურველის ტური და ვირტუალურ სივრცეში ავტომობილით გადალახონ სხვადასხვა დაბრკოლება. თამაშში მონაწილეობა სრულიად უფასოა და არც რეგისტრაციას და ან რაიმე სახის პირადი მონაცემების შეყვანას არ მოითხოვს.

ტურის წარმატებით დასრულებისას, ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, მოთამაშის ეკრანზე გენერირდება უნიკალური პრომოკოდი, რომელიც რეალური სამომხმარებლო ღირებულების მატარებელია.

პრომოკოდის მფლობელები, რომლებიც "ევროკრედიტში" სრულად ციფრულ ავტოსესხს აიღებენ, კომპანიისგან სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს მიიღებენ.

აღნიშნულ პაკეტში შედის:

  • Gulf-ის (გალფის) 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
  • ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები: ჩანთა, მაისური, ბლოკნოტი, კალამი და თერმოსი.

თუ თქვენ მოიგეთ პრომოკოდი, მაგრამ ამ ეტაპზე ციფრული ავტოსესხით სარგებლობას არ გეგმავთ, მისი სხვა პირისთვის ჩუქება თავისუფლად შეგიძლიათ. საჩუქარს მიიღებს ის ადამიანი, ვინც აიღებს სესხს და წარადგენს თქვენ მიერ მოპოვებულ კოდს.

აქციის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი ოფიციალური პირობები:

  • საჩუქრების პაკეტის მისაღებად მომხმარებელმა ევროკრედიტის ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს პრომოკოდი და დააფიქსიროს მოთხოვნა.
  • საჩუქარი გაიცემა იმავე ან სხვა სასურველ ფილიალში, მოთხოვნის დაფიქსირებისთანავე, ან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
  • ერთ პრომოკოდზე მხოლოდ ერთი სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა, ხოლო გამოყენების შემდეგ კოდი უქმდება.
  • პრომოკოდი მოქმედია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აქვე კომპანიაში განმარტავენ, რომ თამაშის მოგება ავტომატურად სესხის დამტკიცებას არ ნიშნავს და გადაწყვეტილება "ევროკრედიტის" მოქმედი ფინანსური წესებისა და პროცედურების შესაბამისად მიიღება.

გარდა ამისა, "ევროკრედიტი" იტოვებს უფლებას, გააუქმოს პრომოკოდი, თუ ის ტექნიკური ხარვეზის ან არაკეთილსინდისიერი გამოყენების გზით იქნება მოპოვებული.

გამოცადეთ საკუთარი შესაძლებლობები და ჩაერთეთ თამაშში ამ ბმულზე: https://eurocredit.ge/game