ევროპული ბაზარი და გუნდის რელოკაცია: რატომ ირჩევს ბიზნესი კვიპროსს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალ იურისდიქციაში ბიზნესის გაფართოებისას, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას გუნდის დაკომპლექტება წარმოადგენს. კვიპროსი ამ კუთხითაც პოზიტიური გამონაკლისია: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს უცხო ენებს (80% საუბრობს ინგლისურად, და ბიზნეს ენაც სწორედ რომ ინგლისურია, დიდია რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა წილიც), რაც ადგილობრივი კადრების შერჩევის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. თუმცა, კომპანიებისთვის ყველაზე ღირებულ შესაძლებლობად მაინც არსებული გუნდის, წამყვანი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების აბსოლუტურად ლეგალური, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე რელოკაცია რჩება. ეს ნაბიჯი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცხოვრებისა და პროფესიული მოღვაწეობის გამოცდილება.
კვიპროსის საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს მოქნილ მექანიზმებს, როგორც ბიზნესის ინტეგრაციისთვის, ისე უცხოელი პროფესიონალების დასაქმებისთვის.
უცხოური ინტერესის მქონე კომპანიის (FIC) სტატუსი
იმისათვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად დაასაქმოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) მოქალაქეები, მიზანშეწონილია "უცხოური ინტერესის მქონე კომპანიის" (Foreign Interest Company) სტატუსის მოპოვება. პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- საოპერაციო კაპიტალის მოთხოვნა: კომპანიამ კვიპროსულ საბანკო ანგარიშზე უნდა განათავსოს €200,000. აღნიშნული თანხა არ იბლოკება და სრულად ხელმისაწვდომია ბიზნესის მიმდინარე საოპერაციო ხარჯებისთვის. კომპანიას უნდა გააჩდეს ოფისი და იქონიოს დაზღვევა.
- მოთხოვნები კადრებისთვის: უცხოელი სპეციალისტის დასაქმების წინაპირობაა შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინიმუმ €2,500 ოდენობის ყოველთვიური ანაზღაურება.
- ოჯახის წევრების რელოკაცია: დასაქმებულებს უფლება აქვთ, ემიგრიდნენ მეუღლესა და შვილებთან ერთად. ოჯახის წევრებზე გაიცემა ბინადრობის ნებართვა და უზრუნველყოფილნი იქნებიან ევროპულ ჯანდაცვის (GESY) და საგანმანათლებლო სისტემებზე სრული წვდომით.
- მოქალაქეობის პერსპექტივა: კვიპროსში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს უჩნდებათ მუდმივი ბინადრობისა და, შემდგომში, ევროკავშირის მოქალაქეობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
საგადასახადო რეზიდენტობა დამფუძნებლებისა და ინვესტორებისთვის
მათთვის, ვისი მიზანიც კაპიტალის ოპტიმიზაცია და გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობაა, კვიპროსის საგადასახადო კანონმდებლობა რეზიდენტობის მოპოვების ორ ძირითად გზას გვთავაზობს:
- 183-დღიანი წესი: სტანდარტული მიდგომა ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც წლის უმეტეს ნაწილს კვიპროსში ატარებენ.
- 60-დღიანი წესი: ალტერნატიული, მოქნილი მოდელი გლობალური ინვესტორებისთვის. პირს, რომელიც არ არის სხვა ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტი, შეუძლია მოიპოვოს კვიპროსის საგადასახადო რეზიდენტობა კუნძულზე წელიწადში სულ რაღაც 60 დღის გატარებით (კანონით გათვალისწინებული სხვა დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების ფონზე).
"Non-dom" სტატუსი და საგადასახადო შეღავათები
უცხოელი ინვესტორებისთვის საგადასახადო კუთხით ყველაზე მიმზიდველი ინსტრუმენტი ე.წ. "Non-dom" პირის სტატუსია. აღნიშნული სტატუსი პირს ათავისუფლებს სპეციალური თავდაცვის შენატანისგან (SDC), რაც გულისხმობს:
- 0%-იან გადასახადს დივიდენდებზე;
- 0%-იან გადასახადს საბანკო დეპოზიტებიდან მიღებულ პროცენტზე;
- 0%-იან გადასახადს კაპიტალის ნამატზე (აქციებისა და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება).
დამატებით, კვიპროსის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სიმდიდრის, მემკვიდრეობისა თუ საჩუქრის გადასახადს.
პრაქტიკული მაგალითი (Case Study): 10-კაციანი IT გუნდის რელოკაცია
პროფილი: სწრაფად მზარდი ქართული ტექნოლოგიური კომპანია.
ამოცანა: ევროკავშირის ბაზარზე შესვლა, პროგრამული უზრუნველყოფის საავტორო უფლებების დაცვა და 10 წამყვანი დეველოპერის კვიპროსზე გადაყვანა ოჯახებთან ერთად, საოპერაციო პროცესების შეუფერხებლად.
Pen Hill Advisors-ის ჩართულობა და შედეგები:
- სტატუსი და ბანკი: მოვახდინეთ კომპანიის რეგისტრაცია, მივიღეთ FIC სტატუსი და დავეხმარეთ €200,000-იანი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში გამჭვირვალე პროცედურებით (SEPA სისტემის ბანკში ანგარიშის გახსნის ჩათვლით).
- რელოკაცია: 6 კვირის ვადაში უზრუნველვყავით 10-ვე თანამშრომლისა და მათი ოჯახის წევრების ბინადრობისა და სამუშაო ნებართვებზე განაცხადი შეტანა ხოლო შემდგომი ბინადრობის უფლების მოპოვება.
- საგადასახადო ოპტიმიზაცია: ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით დავნერგეთ IP Box რეჟიმი, რის შედეგადაც კომპანიის ეფექტური მოგების გადასახადი 12.5%-დან 2.5%-მდე შემცირდა. დღეს დამფუძნებლები ფლობენ "Non-dom" სტატუსს, ხოლო გუნდი სრულფასოვნად ოპერირებს ლიმასოლიდან.
Pen Hill Advisors — თქვენი სტრატეგიული პარტნიორი კვიპროსში
იურიდიული და საოპერაციო პროცესების მართვა უცხო ქვეყანაში საიმედო პარტნიორის გარეშე მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. Pen Hill Advisors საერთაშორისო ბაზარზე 15-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდია, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სრულ იურიდიულ და საოპერაციო მხარდაჭერას "ერთი ფანჯრის" პრინციპით:
- იმიგრაცია და HR: სრული მხარდაჭერა თანამშრომელთა რელოკაციაში, სამუშაო/ბინადრობის ნებართვებისა და შრომითი ხელშეკრულებების მომზადებაში.
- კორპორაციული მართვა: კომპანიების რეგისტრაცია, ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და რთული საბანკო ანგარიშების მართვა.
- ლიცენზირება: ექსპერტიზა გეიმინგის, ფინტექის (EMI) და სხვა რეგულირებადი სექტორების ავტორიზაციაში.
- IT და ინტელექტუალური საკუთრება (IP): სტრუქტურირება საგადასახადო შეღავათების მიღებისა და სავაჭრო ნიშნის ევროკავშირის მასშტაბით დასაცავად.
- უძრავი ქონება: საკონსულტაციო მომსახურება საინვესტიციო ობიექტების შერჩევასა და სამართლებრივ გაფორმებაში.
მნიშვნელოვანია, რომ Pen Hill Advisors-ში თქვენ მოგემსახურებიან კვიპროსსა და საქართველოში ლიცენზირებული კვალიფიციური ადვოკატები ქართულ ენაზე. ეს უზრუნველყოფს კომუნიკაციის სიმარტივესა და პროცესის სრულ გამჭვირვალობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ბროშურას. ინდივიდუალური კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს გუნდს: info@penhilladvisors.com