ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა 17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ "ბიოქიმფარმმა" ბაქტერიოფაგების (ფაგების) ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცის პროცესი დაასრულა და "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო"-სგან, ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული, ევროკავშირის GMP-ისთან (კარგ საწარმოო პრაქტიკასთან), შესაბამისობის სერტიფიკატი მოიპოვა. ბიოქიმფარმის ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი პროდუქტი - "ფაგიო®"სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა.
2021-2023 წელს კომპანიამ ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცია და გადაიარაღება განახორციელა. 17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საწარმო აღჭურვილია ევროპული და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული მომწოდებლების დანადგარებით, საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით.
1934 წელს დაარსებულ, ბაქტერიოფაგების ისტორიულ ინსტიტუტში მდებარე "ბიოქიმფარმის" ახლად მოდერნიზებული საწარმო, პირველია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას ფარავს. აქვე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვაც. ახლად მოდერნიზებული საწარმოს გაზრდილი წარმადობა, ყოველწლიურად 30 მილიონი ფლაკონი სტერილური პრეპარატების წარმოების შესაძლებლობას იძლევა.