"ფიგურები" საქართველოში სამშენებლო პროცესების ციფრული მართვის ახალ სტანდარტს ნერგავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფიგურები ვარკეთილი" საქართველოში პირველი პროექტია, რომელშიც დიზაინისა და მშენებლობის ფაზების ინტეგრირებული მართვა BIM-ზე (Building Information Modeling) დაფუძნებულ ერთიან ციფრულ გარემოში ინერგება. BIMunify-სთან პარტნიორობით, პროექტში ერთმანეთს უკავშირდება არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ინფორმაცია, პროექტში ინერგება სამშენებლო პროცესის სიმულაციისა და ხარჯების მართვის დამატებითი ციფრული ინსტრუმენტები, რომელთა დანერგვაშიც "ფიგურები" ამ ეტაპზე პიონერია საქართველოში.

BIM არის მიდგომა, რომელიც საპროექტო ინფორმაციას უშუალოდ სამშენებლო პროცესთან აკავშირებს; სამშენებლო გრაფიკს, სამუშაოების მიმდინარეობასა და სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ერთიან ციფრულ გარემოში აერთიანებს.

რას გულისხმობს ეს პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს მას მომავალი მაცხოვრებლებისთვის?

შეუსაბამობების ადრეული გამოვლენა (Clash Detection)

Clash Detection გულისხმობს არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემების ციფრულ მოდელებში შესაძლო კონფლიქტებისა და შეუსაბამობების წინასწარ აღმოჩენას. მაგალითად, მილების, სავენტილაციო სისტემებისა და კონსტრუქციული ელემენტების ერთმანეთთან გადაკვეთის გამოვლენას ჯერ კიდევ მშენებლობამდე.

ეს საშუალებას იძლევა, პრობლემები დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს, შემცირდეს ადგილზე გადაკეთებების საჭიროება და სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, შეფერხებების რისკის შემცირებით შესრულდეს.

მშენებლობის ეტაპებისა და ვადების უკეთესი კონტროლი

ციფრული მოდელის სამშენებლო გრაფიკთან დაკავშირება იძლევა შესაძლებლობას, მშენებლობის ეტაპები და სამუშაოების თანმიმდევრობა წინასწარ ვიზუალურად წარმოვადგინოთ და შევაფასოთ. ეს ხელს უწყობს პროცესის უკეთ დაგეგმვას, პროგრესის მონიტორინგსა და სამუშაოების დაგეგმილი ვადების დაცვას.

მშენებლობის მიმდინარეობის ციფრული მონიტორინგი

ციფრული მოდელი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოიყენება უშუალოდ სამშენებლო მოედანზეც. სამუშაოების პროგრესი, ფოტომასალა და მიმდინარე საკითხები ციფრულად აღირიცხება, რაც დაგეგმილი და რეალური მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას იძლევა.

ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა

პროექტის ფარგლებში ცვლილებები, რევიზიები, დამტკიცებები და მიღებული გადაწყვეტილებები ერთიან ციფრულ გარემოში აღირიცხება. ეს უზრუნველყოფს ინფორმაციის თანმიმდევრულობას, ამცირებს გაუგებრობების რისკს და პროექტის მონაწილეებს განახლებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

რას ცვლის ეს მშენებელი კომპანიისთვის?

თანამედროვე ციფრული პროცესების გამოყენება ხელს უწყობს:

  • მშენებლობის დაწყებამდე შესაძლო პრობლემებისა და შეუსაბამობების გამოვლენას;
  • გადაკეთებებისა და შეფერხებების რისკის შემცირებას;
  • სამშენებლო პროცესისა და სამუშაოების თანმიმდევრობის უკეთ კონტროლს;
  • დაგეგმილი ვადების დაცვის ხელშეწყობას;
  • ცვლილებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალე მართვას;
  • მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ უფრო ზუსტ და განახლებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

"ფიგურებისთვის ხარისხი მხოლოდ საბოლოო შედეგის მიღება არ არის — ის მშენებლობის პროცესის თითოეული ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამ მიდგომას ემსახურება: შესაძლო გამოწვევების წინასწარ იდენტიფიცირებას, პროცესების უკეთ კოორდინაციას და სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას.

"ფიგურები ვარკეთილში" ფიგურები დეველოპმენტის რიგით მეორე საცხოვრებელი კომპლექსია, ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება კომპანიის მომავალი პროექტებისთვისაც, რომლებშიც BIM-ზე დაფუძნებული ციფრული მართვის მიდგომა ეტაპობრივად განვითარდება და დაინერგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორი საცხოვრებელი იქმნება, არამედ ისიც, თუ როგორ იქმნება იგი. სწორედ ამიტომ, "ფიგურები" განაგრძობს ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზას, რათა მომავალ მაცხოვრებლებს შესთავაზოს უფრო გააზრებული, კოორდინირებული და საიმედო სამშენებლო პროცესი."- აცხადებენ კომპანიაში.