"ფილიპ მორის საქართველო" საუკეთესო დამსაქმებლად მეექვსედ დასახელდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფილიპ მორის საქართველო" საუკეთესო დამსაქმებლად საქართველოში მეექვსედ დასახელდა, რაც კომპანიის მიერ სამუშაო გარემოს უმაღლესი სტანდარტებისა და სამუშაო ძალის მუდმივად მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მიუთითებს.

"ფილიპ მორის საქართველოს" საუკეთესო დამსაქმებლად მეექვსედ დასახელება წარმოადგენს

კომპანიის მტკიცე განაცხადს და ერთგულებას მუდმივად ინარჩუნებდეს საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოს. უკვამლო მომავლისკენ ტრანსფორმაციის გზაზე, ჩვენ ორიენტირებული ვართ "ფილიპ მორის საქართველო" დაფუძნდეს, როგორც საუკეთესო სამუშაო ადგილი, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლების მუდმივ სწავლებასა და განვითარებაზე. ჩვენ ამაყი ვართ იმ პროფესიონალებით შემდგარი გუნდით, რომელიც კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის მუდმივი გამოწვევებით სავსე გარემოში," - აღნიშნა დვირ მეშიმ, "ფილიპ მორის საქართველოს" გენერალურმა მენეჯერმა.

საუკეთესო დამსაქმებლის (The Top Employer) სერტიფიცირება ეფუძნება დამოუკიდებლად ჩატარებულ შეფასებას, რომელსაც Top Employers Institute ახორციელებს. გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებლად (Global Top Employer) Top Employers Institute-მა ზედიზედ უკვე მეათედ "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" (PMI) აღიარა. ამასთან, PMI-ს შვილობილი კომპანიები წამყვან დამსაქმებლად 32 სხვადასხვა ქვეყანაში დასახელდნენ.

ეს მიღწევა ასახავს "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" ერთგულებას ისეთი კულტურის განვითარების მიმართ, რომელიც ორიენტირებულია ზრდაზე და ინკლუზიურობაზე, როგორც ამას განსაზღვრავს კომპანიის შიდა კულტურული ჩარჩო - PMI DNA.

Top Employers Institute-ის შესახებ

Top Employers Institute არის მსოფლიოში წამყვანი ავტორიტეტული ორგანო HR სტრატეგიების მიმართულებით. Top Employers პროგრამის ფარგლებში კომპანიებს სერტიფიცირება ენიჭება HR-ის საუკეთესო პრაქტიკის კვლევაში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების საფუძველზე. აღნიშნული კვლევა მოიცავს ადამიანების რესურსების 6 დომეინს, რომელიც შედგება 20 მიმართულებისგან, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის სტრატეგია, სამუშაო გარემო, ტალანტების მოზიდვა, სწავლება და განვითარება, მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და კეთილდღეობა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Top Employers Institute

"ფილიპ მორის საქართველოს" შესახებ

"ფილიპ მორის საქართველო" არის "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" შვილობილი კომპანია.

PMI წამყვანი საერთაშორისო სამომხმარებლო საქონლის კომპანიაა, რომელიც აქტიურად მუშაობს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნაში. 2008 წლიდან, PMI-მ 14 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ინოვაციური უკვამლო პროდუქტების განვითარებაში, მეცნიერულად დასაბუთებაში და კომერციალიზაციაში იმ ზრდასრულთათვის, რომლებიც სხვაგავარად გააგრძელებდა სიგარეტის მოწევას - და, იმ მიზნით, რომ სრულად დასრულდეს სიგარეტის გაყიდვა.

PMI-ის ამჟამინდელი პორტფოლიო უმთავრესად სიგარეტებსა და თამბაქოს უკვამლო პროდუქტებს მოიცავს, მათ შორის, IQOS, ZYN, VEEV.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.pmi.com და www.pmiscience.com გვერდებს.