ფინპრიო – სამართლებრივი გზის გაკვალვა იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "ფინპრიო" შეიქმნა ერთი იდეის საფუძველზე – საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ადამიანებს დაეხმარებოდა სამართლებრივი გზის სწორად გაკვალვაში, გადაწყვეტილების მიღებასა და იდეის რეალურ საქმედ გადაქცევაში, იქნებოდა მათ გვერდით სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან შეხებისას.
"ჩვენ ვართ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რაც დაკავშირებულია ბიზნესის მართვასთან, დოკუმენტების მოწესრიგებასთან, მენეჯმენტთან, მარკეტინგთან, ადამიანური რესურსების მართვასთან, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებთან ურთიერთობასთან.
პირადად მე 10 წელზე მეტხანს ვმუშაობდი იურისტის პოზიციაზე ქართულ და უცხოურ კომპანიებში. ყოველთვის ვაკვირდებოდი სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მუშაობის სტილს და მათ გავლენს ბიზნესპროცესებზე. პრაქტიკაში დავინახე, რომ კომპანია სტაბილური ბიზნესგარემოს ასაშენებლად რამდენიმე კადრის აყვანის ნაცვლად, უფრო მეტ სარგებელს იღებდა საკონსტულტაციო ჯგუფის დაქირავებით, რომელიც პირობითად რომელიმე კონკრეტულ ერთ მიმართულებაზე იზრუნებდა, მაგ: ბუღალტერია, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა. ასეთი მიდგომა (აუთსორსინგის მოდელი) გაცილებით ეფექტური იყო და საგადასახადო კუთხით უფრო მეტად სასარგებლო გახლდათ ბიზნესისთვის, რადგან კომპანია იღებს გამოცდილი სპეციალისტების გუნდს, მაგრამ თავიდან იცილებს ზედმეტ ხარჯებს და ბიუროკრატიას. ამ დაკვირვებების შედეგ გაჩნდა "ფინპრიო", რის შემდეგაც გადავწყვიტე, ჩემ გარშემო გამეერთიანებინა ისეთი პროფესიული გუნდი, ვისაც ამ პროფესიებში საუკეთესოდ მივიჩნევდი, ჰქონდათ მაღალი რეპუტაცია და საუკეთესო შედეგები", – ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიგა გიორგაძე.
გიგა გიორგაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად კომპანია აქტიურად მიჰყვება მიზანს და 50+ მეტი დამკვეთი ჰყავთ სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები ეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ინდმეწარმეებს, სტარტაპერებს, უბრალო მოქალაქეებს, მათ საქმიანობაში წარმოქმნილი ყველა ფინანსური და იურიდიული პრობლემის მოსაგვარებლად.
"დამკვეთი, რომელიც იღებს ჩვენგან მომსახურებას, დაცულია კანონმდებლობით, რადგან ფინპრიოს თანამშრომლების – ბუღალტრების, იურისტების, არქიტექტორების პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", – აღნიშნავს ის.
გიგა გიორგაძე ამბობს, რომ მას და მისი გუნდის წევრებს კარიერაში ახალი სიტყვის თქმა სურდათ, რასაც ზურგს უმაგრებდა ფაქტი, რომ წლების განმავლობაში მათ გარშემო სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად აძლევდნენ რჩევას, შეექმნათ მსგავსი სახის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მათ მოემსახურებოდა ყველაფერში – კომპანია, სადაც იქნებოდა ბუღალტერი, იურისტი, HR, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სოციალური მედიის მენეჯერი და სხვა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა დასაწყისში ახალი დამკვეთების მოძიება და ნდობის მოპოვება იყო, მაგრამ შედეგი ამად ღირდა, რადგან გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენმა პირველმა კლიენტებმა ისევ ჩვენ მოგვმართეს დასახმარებლად და სხვა კომპანიებთანაც გაგვიწიეს რეკომენდაცია. ზუსტად ამ დროს ნელ-ნელა იქმნებოდა მთავარი კაპიტალი – ნდობა. დღეს "ფინპრიოს" ყველაზე ძლიერი მხარე ნდობა და კმაყოფილი კლიენტების წრეა, რომელიც ბუნებრივად იზრდება", – ამბობს გიგა გიორგაძე.
კომპანიის დირექტორი, შორენა ზურაბაშვილი მათი საქმიანობის მთავარ ინსპირაციად ადამიანების დახმარების სურვილს ასახელებს, რამაც შეაყვარა ეს პროფესია.
"ინსპირაციას მაძლევს ის განცდა, რომ ჩვენს საქმიანობას შეუძლია რეალურად შეცვალოს ბიზნესების ხარისხი, გააძლიეროს ისინი ფინანსურად, სამართლებრივად და ორგანიზაციულად. ჩემთვის ეს მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია, დავეხმარო ადამიანებს და კომპანიებს, იფიქრონ სტრატეგიულად, იმოქმედონ კანონიერად და განვითარდნენ მდგრადად. სწორედ ეს შეგრძნება, რომ ყოველდღიური შრომა გარდაიქმნება სხვებისთვის პროგრესად, არის ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა", – ამბობს შორენა ზურაბაშვილი.
შორენა ზურაბაშვილის თქმით, "ფინპრიოს" განვითარების ხედვა ეფუძნება სისტემურ ზრდას, ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და სერვისების სრულ ინტეგრაციას ბიზნესის ყველა მიმართულებაში.
"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, ერთი უკავშირდება სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას, სადაც აქტუალურ სამართლებრივ საკითხებსა და პრაქტიკული ბუღალტერიის მიმართულებით ჩავატარებთ კურსებს. მეორე მიმართულება არის ის, რაც ყველა ქართული ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი – ის, რომ "ფინპრიომ" შეძლოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და იქცეს არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული პარტნიორობის სიმბოლოდ.
ჩვენი ხედვა მარტივია – გავხდეთ ისეთი კომპანია, სადაც ყოველი ბიზნესი პოულობს სანდოობას, კომპეტენციას და იმ მხარდაჭერას, რაც გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია", – ამბობს შორენა ზურაბაშვილი.