Flybox.ge – ლოჯისტიკური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ამანათები აშშ-დან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Flybox არის ლოჯისტიკური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ამანათები აშშ-დან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან საქართველოში. სამომავლოდ იგეგმება სხვა ქვეყნების დამატებაც.
კომპანიას ორი დამფუძნებელი ჰყავს – გიორგი რობაქიძე და თორნიკე ივანიძე. მათი თქმით, 2025 წელს ბიზნესის დაწყება ნიშნავს არა მხოლოდ იდეას, არამედ პასუხისმგებლობას მომხმარებლის დროის, ნდობისა და უსაფრთხოების წინაშე, Flybox კი სწორედ ამ პასუხისმგებლობით შეიქმნა.
"ჩვენი მიზანია საერთაშორისო მიწოდების პროცესის გამარტივება და მისი გარდაქმნა უსაფრთხო, პროგნოზირებად და სწრაფ სერვისად. ამ ეტაპზე Flybox მუშაობს მხოლოდ საჰაერო გადაზიდვებზე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ სისწრაფეს და მკაფიო კონტროლს", – ამბობს გიორგი რობაქიძე.
თორნიკე ივანიძის თქმით, Flybox-ის იდეა პირადი გამოცდილებიდან დაიბადა.
"როგორც მომხმარებლები, ხშირად ვაწყდებოდით დაგვიანებულ მიწოდებას, დაკარგულ ამანათებს და რთულ საბაჟო პროცედურებს. პრობლემების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო ის, რომ ამანათის შინაარსი მხოლოდ ბოლო ეტაპზე ხდებოდა ცნობილი.
ამიტომ Flybox-ში გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ამანათის წინასწარი დეკლარირება – ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გაურკვევლობებს და ამარტივებს საბაჟო პროცესებს. წინასწარი დეკლარირება ამცირებს ამანათის დაკარგვის ან შეჩერების რისკს, აჩქარებს საბაჟო პროცედურებს და ქმნის სრულად გამჭვირვალე ნაბიჯებს მომხმარებლისთვის", – ამბობს ის.
გიორგი რობაქიძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვების ბიზნესის დაწყება რთული ნაბიჯი იყო, ვინაიდან იყო მაღალი კონკურენცია, მომხმარებლის მკაცრი მოლოდინები და სწრაფად ცვალებადი გარემო.
"ყველაზე რთული ეტაპი იყო ნდობის მოპოვება. წინასწარი დეკლარირება მომხმარებლებისთვის ახალი პრაქტიკა იყო, თუმცა გამოცდილებამ სწრაფად აჩვენა მისი ეფექტიანობა", – ამბობს ის.
კომპანიის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარი ინსპირაციის წყარო მომხმარებლის გამოცდილებაა – როდესაც ადამიანი ხედავს, რომ სერვისი ზუსტად, სწრაფად და ზედმეტი პრობლემების გარეშე მუშაობს.
2026 წლის განმავლობაში, კომპანიის დამფუძნებლების თქმით, იგეგმება:
- სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების დამატება;
- საერთაშორისო ტანსაცმლის ონლაინპლატფორმებთან ექსკლუზიური პარტნიორობა.
"2026 წლის ბოლოს Flybox-ს ექნება საკუთარი მობილური აპლიკაცია, რაც მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. Flybox არ არის მხოლოდ ამანათის მიტანა – ეს არის უსაფრთხოება, სისწრაფე და ნდობა ერთ ეკოსისტემაში", – ამბობს თორნიკე ივანიძე.