Get All Access for $5/mo

Future Laboratory-ს გლობალური განვითარება და სიახლეები ადგილობრივი ბაზრისთვის

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "ფიუჩერ ლაბორატორი" საკუთარ ფუნქციონირების არეალს აფართოვებს და საქართველოს გარდა, ცენტრალურ აზიასა და მონღოლეთში იქნება წარმოდგენილი. Საერთაშორისო მასშტაბით კომპანიის გაფართოვებას ირაკლი ქაშიბაძე გაუძღვება.

საქართველოში კომპანიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი მედეა ჯანჯღავა უხელმძღვანელებს. Მედეა კომპანიაში ოპერაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა და უძღვებოდა მომავლის ლაბორატორიის საგანმანათლებლო და სააქსელერაციო პროგრამებს. მას "ფიუჩერ ლაბორატორიში" მუშაობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის პირველი კორპორატიული სააქსელერაციო პროგრამის მართვა, პარტნიორობით თეგეტა ჰოლდინგთან, ბერკლისთან პარტნიორობით არსებული საგანმანათლებლო პროგრამის მართვა, განვითარება და სხვა პროექტები.

Future Laboratory საქართველოში ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს, როგორც სტარტაპ და კორპორატიული აქსელერაციის პროგრამების მიმართულებით, სტარტაპებისთვის დაფინანსებასთან წვდომის არხების შესაქმნელად, ასევე სკოლებში მეწარმეობის სწავლების გასაძლიერებლად. Ამავდროულად კომპანია, აქტიურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორს, დანერგოს ინოვაციები, სტარტაპ კულტურა, მოახდინოს ბიზნესის ციფრული და ინოვაციური ტრანფორმაცია, დაიწყოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა და გამოყენება.

დაწყებითი განათლების ნაწილში, ბავშვებისათვის ფიუჩერ ლაბორატორი საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს სასწავლო დაწესებულებებსა და მშობლებს. ყურადღება გამახვილდება ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის, კრიტიკული აზროვნების და სხვა პროგრამებზე.

"ფიუჩერ ლაბორატორიში" შეიქმნა საგანათლებლო ინოვაციების ლაბორატორია, რომელსაც ნინო დევაშვილი უხელმძღვანელებს. ნინი დევაშვილი მომავლის პროფესიების სწავლების პროგრამების მენეჯმენტს ახორციელებდა. მისი საინჟინრო გამოცდილება ელექტრონიკის და IT მიმართულებით, ასევე განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა, უზრუნველყოფს ბავშებისთვის პრაქტიკული ცოდნის და უნარების მიღების შესაძლებლობას.

ფიუჩერ ლაბორატორის მიზანი კიდევ უფრო გლობლური გახდა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივად, ასევე პარტნიორ ქვეყნებში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, ბიზნესის ჩართულობის ზრდას სტარტაპ ეკოსისტემაში და თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნის მიღებას ახლგაზრდებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს XXI საუკუნის უნარების განვითარებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ