Future Laboratory Ventures-ის ორგანიზებით რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

29-30 აპრილს, Future Laboratory Ventures-ის ორგანიზებით, რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი - Central Eurasia Venture Summit 2025, უკვე მესამედ ჩატარდა. სამიტს ოფიციალური პარტნიორობა IT Park Uzbekistan-მა გაუწია.

წელს სამიტში მონაწილეობა რეგიონულმა და გლობალურმა ვენჩურულმა ფონდებმა, ანგელოზ ინვესტორთა ქსელებმა, ინოვაციების სააგენტოების წარმომადგენლებმა, სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა, სტარტაპებმა და ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიების მიზანს რეგიონში ვენჩურული ინვესტიციების მოცულობის ზრდა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვენჩურულმა ფონდებმა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტები და ქმედებები დაგეგმეს.

ღონისძიების პირველი დღე კონფერენციას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც გაიმართა პანელური დისკუსიები, ასევე პრეზენტაციები.

სამიტზე განხილული თემები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა "ფონდების ფონდის" შექმნა და განვითარება რეგიონში, სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლა, ინვესტიციების მოზიდვა ვენჩურულ ფონდებში, ასევე სტარტაპებისა და VC-ების თანამშრომლობისას არსებული სირთულეები. ასევე, Future Laboratory Ventures-ის სტარტაპებმა P2P ფორმატში შეძლეს ვენჩურულ ფონდებთან შეხვედრა, რეკომენდაციების მისაღებად და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის განსახილველად.

მეორე დღეს სამიტზე მოწვეულმა ვენჩურულმა ფონდებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს რეგიონალური კოოპერაციის გზები, ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები, საკანონმდებლო პრობლემები და მათი გამოსწორების გზები და სხვა პერსპექტიული საკითხები, რომელიც ვენჩურული დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Future Laboratory უკვე მესამე წელია აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოში მასპინძლობს, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ვენჩურული და სტარტაპ ინდუსტრიის გაძლიერებასა და განვითარებას, ასევე ცენტრალური ევრაზიის როგორც ერთობლივი ეკოსისტემის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანობის მოპოვებისთვის.

Future Laboratory Ventures საქართელოში პირველი ვენჩურული ფონდია, რომელიც ამერიკის ბაზარზე ორიენტირებულ ქართულ სტარტაპებში ინვესტირებას ახორციელებს.