G GATE CONF 2026 - თბილისში მასშტაბური აფილიეიტ კონფერენცია ჩატარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2026 წლის 26-27 ივნისს თბილისი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, G GATE CONF 2026-ს უმასპინძლებს. ეს არის მრავალპროფილური აფილიეიტ კონფერენცია, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს სფეროს წამყვან პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

ღონისძიება გაიმართება "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში, სადაც ოთხი პავილიონი და მათ შორის არსებული ღია სივრცე სრულიად დაეთმობა კონფერენციის მონაწილეებს. ორგანიზატორები წელს 7 000-მდე სტუმარს ელოდებიან ევროპიდან, აზიიდან და სხვა რეგიონებიდან.

რას სთავაზობს G GATE CONF მონაწილეებს?

ორდღიანი კონფერენცია დატვირთულია როგორც ბიზნეს, ისე ნეთვორქინგის პროგრამით:

  • 2 სცენა დარგის წამყვანი სპიკერების გამოსვლებით;
  • 100-ზე მეტი კომპანიისა და სერვისის საგამოფენო სტენდი;
  • 50-ზე მეტი ზონა და აქტივობა სწავლის, ახალი კავშირების დამყარებისა და დასვენებისთვის;
  • ღია ცის ქვეშ მოწყობილი სივრცეები არაფორმალური კომუნიკაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ფორმატი ექსკლუზიურად G GATE-ის გუნდის მიერ არის შემუშავებული და სხვა მსგავს ღონისძიებებზე არ მეორდება.

ძირითადი მიმართულებები

კონფერენციის მთავარ მიმართულებებს შორისაა: Nutra, iGaming, White Hat, Crypto & Finance. გარდა ამისა, წელს პირველად დაემატება ისეთი სფეროები, როგორებიცაა: Dating, Adult, mVas და Sweepstakes. თითოეული მიმართულებისთვის მოეწყობა სპეციალური აქტივობები, რაც მონაწილეებს საჭირო კონტაქტებისა და გადაწყვეტილებების სწრაფად პოვნაში დაეხმარება.

სპეციალური პროექტები და აქტივობები

2026 წლის კონფერენციის ფარგლებში 7 სპეციალური პროექტი განხორციელდება, მათ შორის:

  • PITCH - სტარტაპების კონკურსი აფილიატ ინდუსტრიის პროექტების გაშვებისა და მასშტაბირებისთვის;
  • G GATE AWARDS - ინდუსტრიის ყოველწლიური დაჯილდოება და გალა-ვახშამი ბაზრის ლიდერების გამოსავლენად;
  • ინტერაქტიული სივრცეები: Merch Shop, SEO Shop, Match Point და სხვა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Afterparty-ს - გრანდიოზულ საღამოს ღონისძიებას მოწვეული ჰედლაინერებითა და სპეციალური VIP ზონებით.

ვინ და რატომ უნდა დაესწროს ღონისძიებას?

კონფერენცია საუკეთესო პლატფორმაა მედია ბაინგის გუნდებისთვის, სოლო არბიტრაჟის სპეციალისტებისთვის, SEO სააგენტოებისთვის, კომპანიის დამფუძნებლებისთვის, რეკლამის განმთავსებლებისა და CPA ქსელებისთვის.

თბილისი იდეალურ ლოკაციად შეირჩა, რადგან ის ხელსაყრელი შეხვედრის ადგილია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, ხოლო ზაფხულის სეზონი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მუშაობა და საქმიანი კავშირები სასიამოვნო დასვენებას შეუთავსონ.

რეგისტრაციისა და ბილეთებისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს - ggateconf.com .

თანამშრომლობისთვის: @iamGGsale .

შემოუერთდით კონფერენციის ჩატს - G GATE Community .