გაატარე ზაფხულის სეზონი Fitpass-თან ერთად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, მაღალი ტემპერატურა ქალაქის მაცხოვრებლებს სულ უფრო ხშირად უბიძგებს ისეთი სივრცეებისკენ, სადაც დასვენებისა და აქტიური განტვირთვის შეთავსებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად საცურაო აუზები რჩება.
მომხმარებელთა მზარდი ინტერესის ფონზე, კორპორატიული კეთილდღეობის პლატფორმა Fitpass-ი ზაფხულის სეზონზე პარტნიორი ობიექტების ქსელში ღია და დახურულ აუზებზე წვდომას სთავაზობს. სერვისი აერთიანებს 300-ზე მეტ სპორტულ, გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ სივრცეს, სადაც 60-ზე მეტი აქტივობაა ხელმისაწვდომი.
მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზებით როგორც თბილისში, ისე მის შემოგარენში, სპეციალური პირობებითა და ტარიფებით. შეთავაზება მოიცავს სხვადასხვა ტიპის სივრცეებს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინტერესებისა და ლოკაციის მიხედვით შეარჩიონ სასურველი ობიექტი.
კორპორატიული კეთილდღეობის პროგრამები ბოლო წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს როგორც თანამშრომლების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ისე სამუშაო გარემოში ჩართულობისა და მოტივაციის ზრდის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, სეზონური აქტივობების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
Arena-ს სპორტული კომპლექსი მომხმარებლებს ღია, დახურული აუზითა და ტერასით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსები მრავალწლიანი ოპერირების გამოცდილებითა და პროფესიონალური სპორტული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.
Sport Time Hotel & Spa-ს ღია აუზი სასტუმროსა და სპა ინფრასტრუქტურის ნაწილია, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მათთვის, ვისაც ცურვის გარდა, დასვენება და აღდგენაც სურს.
თბილისიდან 25 წუთის სავალზე, მცხეთაში მდებარე E60-ის საცურაო აუზი, იდეალურია მათთვის, ვინც ქალაქგარეთ განტვირთვას ამჯობინებს.
Beaumonde Garden Hotel-ის აუზი სასტუმროს მწვანე სივრცეშია განთავსებული და მას ლოკაცია, ქალაქის ხმაურისგან იზოლირებულ დასასვენებელ სივრცედ აქცევს.
თბილისის ზღვის მიმდებარედ მდებარე კლუბი ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი აქტიური დასასვენებელი სივრცეა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ღია აუზითა და რეკრეაციული სივრცით ისარგებლონ.
ოლიმპიური აუზი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საცურაო კომპლექსია თბილისში. სივრცე როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მოცურავეებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
River Front Mtskheta, რომელიც მცხეთაში მდინარისპირა ზონაში მდებარეობს, მომხმარებლებს ქალაქგარეთ, მშვიდ და ბუნებრივ გარემოში დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს.
კახეთში მდებარე Esquisse Boutique Hotel-ის ღია აუზი, ამ კუთხეში დასვენებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის.
Pool 35
საბურთალოზე მდებარე Pool 35 ღია აუზითა და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა. ობიექტი მომხმარებლებს ზაფხულის სეზონზე დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას სთავაზობს.
მოასწარი ზაფხულის ცხელ სეზონზე Fitpass-ის გააქტიურება

Fitpass-ის პარტნიორ საცურაო აუზებსა და სხვა ობიექტებზე, სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრის დამსაქმებელი კომპანია Fitpass-ის პარტნიორი იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ჯერ არ არის ჩართული სისტემაში, შესაძლებელია მისი დამატების ინიცირებაც, ამისთვის საჭიროა კომპანიის წარმომადგენელმა, სპეციალური ფორმა შეავსოს.
ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, Fitpass-ის გააქტიურება, ნიშნავს მარტივ წვდომას აქტიურ დასვენებაზე და მრავალფეროვან შესაძლებლობებს ყოველდღიური ცხოვრების გასაჯანსაღებლად.
მეტი ინფორმაციისა და სიახლეების გასაგებად, თვალი ადევნე Fitpass-ის სოციალურ ქსელებს: Facebook, Instagram, Tiktok.