გაფართოებული დიაპაზონის ელექტრომობილი – ახალი ეტაპი საქართველოს ავტობაზრისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ავტოინდუსტრია მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესშია. თუ რამდენიმე წლის წინ ჰიბრიდული ძრავები ინოვაციად ითვლებოდა, დღეს ბაზარი კიდევ უფრო ეფექტური და ეკოლოგიური გადაწყვეტების ძიებაშია.

თუმცა, სრულ ელექტრიფიკაციას გზაზე ერთი მთავარი ბარიერი ეღობება – დასამუხტი ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბაზარზე შემოდის REEV (Range Extended Electric Vehicle) ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილის სიმძლავრესა და შიდა წვის ძრავის ავტონომიურობას აერთიანებს.

როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა და რა როლს ასრულებს ამ პროცესში საერთაშორისო აღიარების მქონე მოდელები? SR Auto არის ჩანგანის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ჩაჩანიძე, Entrepreneur-თან საუბრობს ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ცვლის REEV ავტომობილები ბაზრის დინამიკას საქართველოში.

როგორ აფასებთ დღეს ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში?

საქართველოში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებლის ინტერესი აშკარად იმატებს, თუმცა ბაზარი ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზეა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება დამუხტვის ინფრასტრუქტურა და ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი, რაც ხშირად აფერხებს სრულად ელექტროავტომობილებზე გადასვლას.

ამ პირობებში რა როლი აქვს ჰიბრიდულ და ახალ ტექნოლოგიებს?

დღეს ჰიბრიდული და დატენვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიები ქმნის ყველაზე ოპტიმალურ ბალანსს ეფექტურობასა და პრაქტიკულობას შორის. ისინი მომხმარებელს სთავაზობს ელექტრომართვის კომფორტს და ამავდროულად ინარჩუნებს შიდა წვის ძრავის მოქნილობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ბაზრებზე, როგორიც საქართველოა.

რას ნიშნავს REEV ტექნოლოგია და რატომ არის ის საინტერესო საქართველოსთვის?

REEV (Range Extended Electric Vehicle), ქართულად – გაფართოებული დიაპაზონის ელექტრომობილი, არის ტექნოლოგია, რომლის შემთხვევაში ავტომობილი მოძრაობს ელექტროძრავით, ხოლო ბენზინის ძრავა გამოიყენება მხოლოდ ბატარეის დასამუხტად და არა უშუალოდ მოძრაობისთვის.

ეს ნიშნავს, რომ მძღოლი იღებს ელექტრომობილის მართვის გამოცდილებას, თუმცა არ არის დამოკიდებული მხოლოდ დამუხტვის ინფრასტრუქტურაზე და შეუძლია გრძელ დისტანციებზე გადაადგილებაც დამატებითი შეზღუდვების გარეშე.

საქართველოს პირობებში ეს მიდგომა განსაკუთრებით პრაქტიკულია.

როგორ პასუხობს თქვენი კომპანია ამ ტექნოლოგიურ ცვლილებას და რა პროდუქტებს სთავაზობთ ქართულ ბაზარს ამ მიმართულებით?

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მაქსიმალურად ერგება ადგილობრივი ბაზრის რეალობას.

ჩვენს პორტფელში უკვე წარმოდგენილია ჰიბრიდული და დატენვადი ჰიბრიდული მოდელები (Plug-in Hybrid), რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ უფრო ეფექტური და თანამედროვე გადაადგილების ფორმატი.

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, გაეცნოს ახალ ურბანულ SUV-ს — Deepal S05-ს, რომელიც წარმოადგენს გაფართოებული დიაპაზონის ელექტრომობილს (REEV) და აერთიანებს ელექტრომობილის მართვის გამოცდილებას გრძელ დისტანციებზე გადაადგილების პრაქტიკულობასთან. ავტომობილი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში და მისი ხილვა შესაძლებელია SR Auto-ს შოურუმში, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირის 52 ნომერში.

ჩვენი ხედვაა, ეტაპობრივად გავაფართოოთ ამ მიმართულებით შეთავაზებები და მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად პასუხობს როგორც ყოველდღიურ, ისე ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.

Deepal S05 უკვე საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. რას ნიშნავს ეს ბრენდისთვის?

Deepal S05 უკვე გახდა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის:

  • iF Design Award 2025
  • TADA Award 2025

ეს ჯილდოები ადასტურებს, რომ მოდელი გამოირჩევა როგორც დიზაინის, ისე ინოვაციის მიმართულებით. მსგავსი აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან ის მომხმარებლისთვის ქმნის დამატებით ნდობას და მიუთითებს პროდუქტის ხარისხზე გლობალურ დონეზე.

როგორ ხედავთ ბაზრის განვითარებას მომდევნო წლებში?

ჩვენ ველოდებით, რომ ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიული ტექნოლოგიების წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ პროცესში გადამწყვეტი იქნება ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც მომხმარებელს რეალურ კომფორტს სთავაზობს – სწორედ აქ ჩანს გაფართოებული დიაპაზონის ელექტრომობილების დიდი პოტენციალი.

რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მომხმარებლებისთვის?

დღეს ავტომობილის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, არამედ ის, თუ რამდენად ერგება ის მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს. თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა გაფართოებული დიაპაზონის ელექტრომობილები, სწორედ ამ მოთხოვნაზე პასუხობს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბაზრის განვითარებაში.